განცხადებები

ზუგდიდში პირბადეების დარიგების დროს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია 15 000 ლარით დაჯარიმდა (ვიდეო)

«საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.»-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

roma sajaia

30 -მდე ჭრილობა და მტკვარში აღმოჩენილი ცხედარი-დაკავებულია ორი პოლიციის თანამშრომელი-შსს განცხადებას ავრცელებს

«ერთი ბავშვიც, რომ გარდაიცვალოს დედას გიტირებთ»-გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი