ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან, სადაც ამ დრომდე ხმაურია.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მცდელობა გზის გადაკეტვის, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
სწორედ ამ დროს სამართალდამცველებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.
როგორც ირკვევა ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი რამოდენიმე წუთის განმავლობაშ ცალმხრივად იყო პარალიზებული.
Loading…
