სხვადასხვა

ზუგდიდში დედა-შვილს მსუბუქი მანქანა დაეჯახა

ზუგდიდის ცენტრში მსუბუქი მანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტის შენობის მიმდებარედ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.თვითმხილველების თქმით, დედას, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი გზაზე გადაყავდა, მსუბუქი მანქანა დაეჯახა. ექიმების ინფორმაციით, დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს- ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

წყარო:odishinews.ge

მსგავსი პოსტები

შემოქმედი-გომის ტყეში ძლიერი ხანძარია

Joni Kvaracxelia

სასწრაფოდ! აფეთქება თბილისში, არიან დაშავებულები, ჩამონგრეულია ბინის კედლები (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო-როდის ეწურება კუპრავას პატიმრობის ვადა?

დატოვე კომენტარი