კრივისა და კიგბოქსინგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მწვრთნელ ლევან ჯაბუას პროფესიულ კრივში და სამოყვარულო კიკბოქსინგში დიდი შრომა აქვს გაწეული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში არსებულ სავარჯიშო დარბაზში, კლუბი “მგლები”, ის თავდაუზოგადავად ავარჯიშებს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, ახალგაზრდები მასთან სავარჯიშოდ მიმდებარე სოფლებიდანაც ჩამოდიან. აღნიშნული საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას და სამომავლოდ გზას უკვალავს მათ სპორტულ განვითარებას. ლევან ჯაბუას თაოსნობით მრავალმა ახალგაზრდამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ლევან ჯაბუა რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნულმა ფედერაციამ დიპლომით დააჯილდოვა, კიკბოქსინგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის მწვრთნელს, ლევან ჯაბუას Paqtebi.ge დაუკავშირდა და მისგან გაიგო თუ რა საქმიანობა ხორციელდება ამ კლუბში, რა წარმატებებს მიაღწია კლუბმა და ვინ უდგას ამ კლუბის განვითარებას მხარში.

- მოგესალმებით ლევან, პირველ რიგში მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩართვისთვის და მათი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, გვაინტერესებს ვის შეუძლია ამ დარბაზში ვარჯიში და ვინ გიდგათ მხარში ამ ყველაფრის განსახორციელებლად.
- მოგესალმებით, მადლობა ჩემი საქმიანობის დაინტერესებისთვის, პირველ რიგში დარბაზში არამარტო დარჩელის მკვიდრთ, არამედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდანაც შეუძლიათ მოსვლა და ვარჯიში, ჩვენთან დადიან ასევე სოფელ ორსანტიიდანაც ბავშვები და ვარჯიშობენ, მაგალითისთვის გვყავს ამ სოფლიდან მებრძოლი ლუკა კიკავა, რომელიც საქართველოს ჩემპიონია. რაც შეეხება გვერდში დგომას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გვიდგას მხარში და მათი დიდძალი მხარდაჭერით ფუნქციონირებს ეს კლუბი და დიდ მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისთვის.
- როგორც ახსენეთ საქართველოს ჩემპიონიც გყავთ კლუბში, შეგიძლიათ რამოდენიმე სპორტსმენი დაგვისახელოთ, რომლებმაც კონკრეტულ გამარჯვებას მიაღწიეს?
- დიახ გვყავს მებრძლები, რომლებმაც მნიშნელოვანი შედეგები დადეს და საქართველოს სახელი უცხოეთშიც გაიტანეს. მოკრივე ნიკა ბიგვავამ საერთაშორისო ტურნირში პროფესიულ კრივში გაიმარჯვა, ბიგვავამ საფრანგეთში გამართულ ბრძოლაში, ადგილობრივი, დღემდე დაუმარცხებელი მოკრივე ლანსელოტ პროტონ დე ლა ჩაპელე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა! ტატო აბსანძე არის ხუთგზის საქართველოს ჩემპიონი, ლუკა კარბაია საქართველოს ჩემპიონი, ლუკა კიკავა როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოს ჩემპიონი, გიორგი კვარაცხელია ასევე საერთაშორისო ტურნირებზე გამარჯვებული კიგბოქსინგში.
- ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, აღსანიშნავია ამდენი ახალგაზრდის მობილიზება და ჩართვა აქტიურ ცხოვრებაში, მათი სპორტული განვითარება და ჯანსაღ ცხოვრებაში ჩართვა.მადლობას გიხდით ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის და საერთო საქმეში მნიშნელოვანი როლის შესრულებაში, გისურვებთ წარმატებებსა და გამარჯვებებს.
- მადლობა თქვენ ჩვენი საქმიანობის დაინტერესებისთვის.
