ზუგდიდის მერია ქალებისთვის 4000 ლარამდე ხორცსაკეპებს ყიდულობს

0
41

ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი შეეხება 20 ხორცსაკეპს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში “ლაივპრესს” განუმარტეს, რომ მერიისგან ოც, ადგილზე მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციას გაეგზავნება წერილი, ისინი კი თავის მხრივ, თითო ადამიანს წარმოადგენენ. ტექნიკას სწორედ მათ გადასცემს მერია.

“აბსოულუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს რა თქმა უნდა”, – გვითხრეს მერიაში.

ხორცსაკეპების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 ათას 980 ლარია.

მიწოდების ვადაა ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან მიმდინარე წლის 20 მარტამდე.

წყარო:ლაივპრესი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ