covid-19

ზუგდიდის ინფექციურიდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

ზუგდიდის ინფექციურიდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მან კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის თვითიზოლაციაში გადავიდა და იზოლირებულად ორ კვირას გაატარებს. პაციენტი პირველი იყო, ვისაც სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა.

67 წლის მამაკაცი თურქეთში მოგზაურობის ისტორიითა და კორონავირუსის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავმდყოფოში, დაახლოებით, 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკაში ამჟამად მკურნალობას covid 19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი განაგრძობს, რომელიც ზუგდიდში ოკუპირებული გალიდან შემოიყვანეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საგანგებო განცხადება საქართველოს მთავრობაში (ვიდეო)

ემანუელ მაკრონის განცხადება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შესახებ

რეგულარული ფრენები პირველ იანვრამდე გადაიდო

დატოვე კომენტარი