კრიმინალი

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება — „კოლხიშ ნანა“ მოიპარეს. ქანდაკების გაუჩინარება მუზეუმის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით, ეზოს შემოვლის დროს შენიშნეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში 2018 წელს დადგეს. ქანდაკება ცაიშის სამარხებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქალ-ღვთაების სკულპტურის ანალოგია. ქანდაკება ძვ. წ.-ით VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.

რაც შეეხება მის სახელწოდებას — „კოლხიშ ნანა“ ქანდაკებას ჩხოროწყუელი მეღვინისა და კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ ცირდავას ინიციატივით ეწოდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ანონიმუსმა რუსეთის ცენტრალურ ბანკშიც შეაღწია

გლდანში ბეკოს ფილიალი გაძარცვეს

Joni Kvaracxelia

ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დატოვე კომენტარი