განცხადებები

«ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში“-გიორგი გახარია

სამეგრელოში ჩასული შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ზუგდიდში მერობის შუალედურ არჩევნებს აფასებს, მისი განცხადებით არჩევნები მშვიდად და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

«რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის, ამისათვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცეესკო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში შედარებით სხვებთან ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომლებიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა იქ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში ზუგდიდშიც მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი,»

«ასევე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში… ჩვენ, მეგრელებს, სტუმარმასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ. რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ, ის ხალხი წავა თავისთან სახლში და  ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში,“- განაცხადა გახარიამ.»-განაცხადა გიორგი გახარია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«იცნობდეთ ამ არაკაცს, რომელმაც ნინუცას ხელი ჰკრა»

roma sajaia

ისრაელის საელჩოს განცხადება

«მთელი პარტია ვიცინით, როგორ წვალობენ»-ელისაშვილი «ნაციონალურ მოძრაობაზე»

roma sajaia

დატოვე კომენტარი