„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დადებითად აფასებს.
«ჩემთვის მისაღებია ის ვარიანტი, რომელზეც უფრო მაღალი კონსენსუსი იქნება. თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი არის ისეთი, რომელსაც კონსენსუსი სჭირდება თუ ჩვენ გვინდა, რომ აღმოიფხვრას კონფლიქტი, რომელიც ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. მინდა, ეს ორი კანონპროექტი რაღაცნაირად ერთად იქცეს და მან მულტიპარტიული მხარდაჭერა მიიღოს…
«არ მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნებისგან“ ველოდები, რომ ისინი აუცილებლად კონსტრუქციულად მოიქცევიან. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის პატიება ერთმანეთის გალახვის და ასეთი რაღაცების. შეიძლება, ერთმანეთს ვერ ვაპატიოთ სხეულის მძიმე დაზიანება და ალბათ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ვიღაცებმა იჩხუბეს,ზოგს რეზინის ხელკეტი მოხვდა, ზოგს ჯოხი და ზოგს რაღაც, თუმცა ეს ხალხი დღეს ყველა ჯანმრთელადაა. ჩვენ ასეთი რაღაცების დავიწყება და ნაბიჯის გადადგმა უნდა შევძლოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
«დაზარალებულის თახმობა სხვა პროცესშია საჭირო, მაგრამ არა ამ პროცესში. ჩვენ თუ ასე დავიწყებთ, დაზარალებულები არიან არა მხოლოდ დემონსტრანტები, არამედ პოლიციელებიც და სადაც ერთი მხარის თანხმობა იქნება საჭირო, იქ იქნება მეორე მხარისაც. თუ შერიგებისთვის საჭირო იქნება ყველა დაზარალებული პოლიციელისა და ყველა დაზარალებული დემონსტრანტის თანხმობა, მაშინ არანაირი ამნისტია და შერიგება არ გამოვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.