ანალიტიკაპუბლიკაციები

„ზოგს არაკაცობა კაცობა ჰგონია»…

„მოდიხარ -გინდა იყო ჩვენი წევრი
გახსოვდეს:
ჩვენი ღირსეული წევრისთვის:
ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები, სიზარმაცე, კომპიუტერრული დამოკიდებულება — ყველაზე გავრცელებეული ამჟამად მთელ მსოფლიოში მავნებლობა თითოეული მათგანი გაცილებს ოცნებებს. ხდება გადაულახავი წინააღმდგობა. ნუ აიშენებ შენთვის ზედმეტ წინააღმდგობას და კედლებს. ისედაც გყოფნის საზღვრები, რომელიც გადალახვად ღირს.
შენი ნებაა, იქნები ღირსეული, თუ როგორც უღირსს ეკადრება, დამარცხდები პირველივე წინააღმდეგობისას,… ჩვენთან შენი ადგილი მაინც არის — შენი და ჩვენი არჩევანი — შენზეა დამოკიდებული!“

იტალიური მაფია

ტელევიზორში სამუდამო პატიმრობამისჯილ ციხიდან გამოშვებულ მაფიოზს აჩვენებენ, რომელმაც ამ თორმეტიოდე წლის წინ პატარა ბიჭი ძმრის პირში ჩასხმით მოკლა… ბედნიერი ყოფილ პატიმარს მეგობრები ძვირფასი მანქანებით დახვდნენ და კორტეჟით წაიყვანეს… ამას ხალხის აღშფოთება მოყვა… შიგადაშიგ აჩვენებენ კადრს, რომელზეც დანაშაულში ეჭვმიტანილი სპეცნაზს აყავს; ასევე აჩვენებენ ცხენზე ამხედრებულ პატარა ბიჭს — მსხვერპლს… შიგადაშიგ ნიღბიანი და ზედ კიდევ შავსათვალეებიანი კაცი გამოდის: მაფიოზი, ძალოვანი, მსახიობი… ეშმაკმა უწყის ვინ არის, მაგრამ მაფიის მავნებლობაზე და ქვეყანაში მათ დაუსჯელად პარპაშზე ლაპარაკობს… ჩემს თანამოსაუბრეს ეცინება… რა ვიცი რაზე… მეც მეცინება, მაგრამ ზუსტად მომცრო ჭიქებში ორი წვეთი ყავის გამო უზარმაზარი ლანგრით რომ მოგვართვეს… რა ვიცი, იქნებ, ასეა მიღებული და უკვდავების ყავის „წყაროდანაა“…
ერთი ყლუპია და ყლუპად დაილია…
მე მაინც ყავა რძით მირჩევნია — არავითარი „ყავა უკდავების წყაროდან“…
— ამათ უყურე, თამაშობენ, შოუებს მართავენ… რად უნდათ ეს ნიღბიანი? რას მალავენ? ახლა რაც უნდა გითხრა, გაგიკვირდება, მაგრამ თავად ქურდად რომ მოაქვთ თავი იმათაც არ იციან. სიმართლე რომ ითქვას, არც არაფრად აინტერესებთ. რაც აინტერესებთ — აქვთ. რაც შენ გაინტერესებს, იმას გეტყვი და მერე მომაკითხონ ვისაც სურვილი ექნება, საფლავზე, თუ ისიც მექნა… ძალიან მეეჭვება და არც სახის დაფარვა მჭირდება კორონას საწინააღმდეგო ნიღბითაც კი ივანოვი ივანი ვარ და აი, ჩემი ჯილდო, რომელიც საბჭოთა კავშირში სულ რამდენიმეს გვქონდა. იმიტომ, რომ მსგავსი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მერე არავის დასჭირვებია და არც გაუკეთებია. შესაბამისად არც დაჯილდოება დასჭირდათ… რაც თავისუფლების გემო გავიგე, ერთი შეკითხვა მიტრიალებს თავში, ვისაც იდეალური ადამიანების გამოყვანა უნდოდა, თავად როგორად მიიჩნევდა თავს… ეტალონი რომ არ იყო იცოდა და ისეთების გამოყვანა უნდოდა, როგორ ადამიანებზეც ოცნებობდა, ალბათ… ვაი, რომ ეს თურმე შეუძლებელი ყოფილა საბჭოთა ქვეყნის არსებობის 70 წლის მანძილზე ამაში კაცობრიობა ღრმად დარწმუნდა და იმაშიც, ასი იმდენიც რომ დარჩენილიყო, თუ არ დაასახიჩრებდა ადამიანის ფსიქიკას კიდევ უფრო უარესად, სიკეთეს ვერ მოუტანდა.
ყოველი დანაშაული, თუნდაც უსამართლობის წინააღმდეგ „სამართლიანობის აღდგენის“ ნიღბით ფულის საკეთებლად იყო ჩადენილი და ასევე გრძელდება დღესაც.
მიუხედავად დროის ფაქტორისა, მოძველებამდე ჯერაც არის დარჩენილი დროის რაღაც მონაკვეთი, მაგრამ არა ჩემთვის. ძალიან ხშირად და ბევრს ლაპარაკობენ დამნაშავეთა სამყაროზე, მაგრამ ფაქტია: სინამდვილეში მაინც ძალზე ცოტაა ცნობილი, რადგან ჩეკისტებთან ალიანსი დღემდე საიმედოდ არის დაცული და მათ რეალურ საქმიანობაზე ლუსტრაცია — გამჭვირვალობას არავინ ჩქარობს. თუმცა ვაღიარებ, ბევრი რამ ჩემთვისაც საიდუმლოების ბურუსით არის მოცული, თან ისეთით, რომელიც არასდროს გაიფანტება. ამიტომ ძალიან ბევრის ცოდნის პრეტენზია არა მაქვს. პირადი გამოცდილება მკარნახობს გითხრათ:
ყოველი ფარული ქმედება ასახიჩრებს სულს და ცხოვრებას ერთდროულად!
დანარჩენი, რაც ვიცი, თქვენც უნდა იცოდეთ… თუმცა ღრმად მწამს, მე თქმა და თქვენ გაგონება — არცერთს არაფერს გვაძლევს… მაინც გსურთ განვაგრძო?
დიახ. თან ძალიან!

გარემოება ქმნის ქურდს; ვისაც მოპარვის საშუალება არ ეძლევა, პატიოსნად მიიჩნევს საკუთარ თავს
კრიმინალად ყოფნას ფსიქიკადასახიჩრებული ადამიანები ირჩევდნენ, მათი ავადმყოფი ფსიქიკა კარნახობდა: სამართალი არ არის, მე აღვადგენ… და ეს „აღდგენის გზა“ უცვლელად — სხვის გაუბედურებაზე გადიოდა და გადის.
ასეთ ადამიანებს ყოველთვის იცნობდა კაცობრიობა. განსაკუთრებით ის ერები, რომლებიც არსებობის დღიდან თავისუფლება-სამართლიანობასთან ასოცირდებოდა და მისკენ მიისწრაფვოდა.

ჩვენი თანამემაულე, რომელმაც მთელი სიცოცხლე დაზვერვის საქმეს შეწირა და ამის შესახებ, ცოტა ვინმე თუ იცის, მართალია საკუთარ თავზე ჯერჯერობით არაფერს მეუბნება, მაგრამ საუბარზე მთანხმდება და ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს.
პირადად „აგენტი 007“ და „ვინ ხარ შენ, დოქტორ ზორგეზე“ მეტი არაფერი ვიცი. აქ კიდევ ახალი სამყარო იხსნება, სრულიად უცნობი, საინტერესო, მაგრამ ამავე დროს სრულიად უსარგებლო უკვე… პროფესიონალის აზრით:
დაზვერვა თუ შეეხო ადამიანს უსახიჩრებს… სულს და ცხოვრებას!
ეს განაჩენია.
რადგან თავისუფლებასა და სამართლიანობის აღდგენაზე უნდა ვისაურებო, ვადასტურებ: საქართველოში ხალხის ინტერესების დამცველი, თავისუფლებაზე მეოცნებე, მაგრამ ამავე დროს დამნაშავეები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სადმე სხვაგან მთელ მსოფლიოში, თუმცა, ხან ცოდნის უკმარისობით (ცნობილია, რომ დუტუ მიქავამ ააჯანყა გლეხები, მაგრამ არ იცოდა, თუ რა უნდოდა), ხანაც ბედისწერის უკუღმართობით (არსენა: „მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს — ღმერთი როგორ წაახდენსა“) მიზანს ვერ აღწევდა და იღუპებოდა. თუნდაც დათა თუთაშხია, რომლის მაგალითით კარგად ჩანს, რაც გინდა კარგი აკეთო, დამნახავი არავინ არის და დამკვიდრდა „არ ვერევი მე არავის საქმეში…“ მათ დღემდე ყაჩაღის (კაკო ყაჩაღი), ფირალის (გურიაში — სისონა. ცოლის გამბახებელი თავადი მოკლა და ტყეში იმალებოდა. ბუნებრივია, საკუთარი შრომით თავს ვეღარ ირჩენდა), ან აბრაგის სახელით იცნობენ და სამართლიანობისთვის როგორი თავდადებულიც უნდა ყოფილიყვნენ, სახელი ქურდი, ყაჩაღი, ფირალი… მათ ღირსებას არ მატებდა. მხარდამჭერებს ძირითადად შიში ამოძრავებდათ, რადგან იცოდნენ, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები… ზოგს გმირობად ესახებოდა კანონგარეშე მყოფის დახმარება… საბოლოო ჯამში, ცხადია ბოროტმოქმედებასთან გვქონდა საქმე… და საერთოდ არაფერს ვამბობ ბავშვების მოტაცებასა და გაყიდვაზე… სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დიშვილებს და ძმიშვილებს იტაცებდნენ. მამლუქებად საკუთარი სისხლის და ხორცის გამყიდველები შემდეგ მათ მშობლებთან ერთად გულზე მჯიღებს იბაგუნებდნენ… მათაც ქურდები ერქვათ… (მაპატიოს ივანმა, მაგრამ აქ გამოთქმული აზრის შესაბამისად ყოველი სიტყვა ისტორიკოსებთან საგულდაგულოდ გადავამოწმე, ბოლოში დავურთე და ვნახოთ, რამდენად ემთხვევა ყოველივე). მათი და მათი მსგავსების საბოლოო ადგილი ციხე იყო. იქ საუკეთესო ადგილია ექსპერიმენტებისთვის. თუ უღირსი საქციელი გარეთ გამოუდით, ციხეში არ გამოვა. იქ დაუსჯელი არავინ დარჩება. ციხის ცხოვრება მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. აქ ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. სამართლიანობისთვის მერბძოლები ციხეშიც სხვაგვარ ღირსეულ მოპყრობას იმსახურებდნენ… ხოლო, რაც შეეხება „კანონიერ ქურდებს“ — ეს საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ციხის მოვლენა იყო და მათი ცხოვრება მთლიანად იქ გადიოდა…
„ქურდული კანონები“ — მართლა ქურდების და უცოდინარი შემთხვევითი ადამიანების გამოგონილი არავის ეგონოს:
მის უკან მისი აღმატებულებები „თეთრგვარდიელების“ გარდა გენიოსი შემოქმედები იდგნენ, ამიტომ იმ „წესების აჩრდილი“ დღევანდელ ციხეებში ჯერაც დადის და თან აფრთხობს, თან თავს აწონებს. მაგრამ ფაქტია „ქურდული რომანტიკა“, რაც დრო გადის მომხიბვლელობას კარგავს…
ზოგადად ვადასტურებ, შენი რესპონდენტის სიტყვებს: ყველა ქვეყნის დამნაშავეთა სამყარო, ზოგადად მებრძოლო, თავდადებული და საბოლოო ჯამში — სამართლიანობის აღმდგენი გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ასე იწყებდა. ხალხისთვის მზრუნველის ნიღაბი ყოველთვის მომგებიანია. თუნდაც ინგლისური მოვლენა — „რობინ ჰუდის“ ჩვენი სამართლიანობისთვის მებრძოლებისგან განსხვავებით, ერთად-ერთია მთელი ევროპისთვის. მათ შორის მაფიის სამშობლო — იტალიისთვისაც. რობინ ჰუდი, და სხვა ნაკლებად ცნობილი „დამნაშავეთა კლანები“ ღარიბებს თვდამსხმელების, მეკობრეების, უცხოელი აგრესორებისგან იცავდნენ. მთავრობა გლეხობას არ ეხმარებოდა, ექსპლუატატორ — ბურბონებს არ ემორჩილებოდნენ, უცხოელებს არ ენდობოდნენ… მოკლედ, საშველი არ იყო და დამნაშავეების გარდა ვერავის ეყრდნობოდნენ და გლეხებმა თავად დასვეს ტახტზე დამნაშავეები, რომლებიც ასევე ფულებს ართმევდნენ და საუკუთარ კანონებს ახვევდნენ თავს, მაგრამ მათთან კანონი, წესრიგი და დაცვის გარენატიები განაღდებული ჰქონდათ, რადგან მათაც სწორედ „ღირსების კანონი“ უმაგრებდათ ზურგს: იშოვეს დიდი ფული და გზადაგზა საბჭოთა „კანონიერ ქურდებს“ „ასესხეს“ რაღაც ნაწილი საკუთარი კანონებიდან, ზოგიერთი „ისესხეს“… მოკლედ თავად განსაჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი სრულიად გაუგებარი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს უბრალოდ „გაგების“, ანუ ჩვენი „არგაგების“ ბრალია და დიდად ნუ დაღონდებით. გაგოებით გაგონილი მაინც უნდა გქონდეთ…
გადამწყვეტ საუბრამდე გვერდს ვერ აუვლი ყველაზე უფრო გახმაურებული დამნაშავეების კასტას, რომელსაც მსოფლიო „მაფიის“ სახელით იცნობს და დანარჩენი ქვეყნის დამნაშავეთა სამყაროსაც სწორედ ასე მოიხსენიებენ, რადგან „ქურდული სამყარო“ — ტერმინები გოგროც კი სხვა ენაზე ითარგმნება ძალიან „სხვანაირად“ და არამომგებიენად იქცევა. ისედაც ძალიან ცუდი სახელია, გულწრფელად რომ ვთქვათ, „ქურდი“ სიტყვა რა საკადრისის იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ კასტას მიეკუთვნება. მათ ყველაფერი გამოუდით ხელიდან, ყველაფერს აღწევენ ცხოვრებაში მაგრამ სახელს თუნდაც კანონიერს „ქურდს“ ვერასდროს დააღწევენ თავს…
მაფიასა და მაფიოზებზე ყველას გაუგონია და ბლომად ფილმებიც უნახავს. ბევრს გამოგონილი ამბავი ჰგონია და წარმოდგენა არა აქვს იმაზე, რომ სრულიად რეალური ადამიანები მთავრობის გვერდის ავლით ქვეყანებს მართავენ.

თემას შეეხო — იყო იტალიაში და იტალიელი სპეციალისტის აზრი არ მოისმინო… სხვა თუ არაფერი — უხერხულია.
ჩემი რესპონდენტი მთელი სიცოცხლე პროკურატურაში მუშაობდა. ამჟამად თადარიგშია და პროკურატურის სასწავლებელში „მიზანში სროლის“ მასწავლებელია. ფორმით დადის და სტუმრად მოსული დედას ხათრს ვერ უტეხს და ვსაუბრობთ. თუ ვინმე საჯაროდ არ გაამხელს საკუთარ თავს მაფიაზე საუბრისას, მით უფრო, რა თქმა უნდა ჩემი რესპონდენტი, მაგრამ არა უშავს, იმას მაინც ვერავინ დამწამებს, რომ მაფიაზე რაღაცა გამოუგონიაო, ამდენი ფანტაზიის უნარი რომ მქონდეს, ჩემს საკუთარ მაფიას შევქმნიდი და მუდმივ უფულობას დავასამარებდი… აკი თქვეს, ვისაც მოპარვის საშუალება არ მიეცა — თავი პატიოსან ადამიანად მოაქვსო… ზუსტად ჩემზეა ნათქვამი, მაგრამ თქმა გაჭირვებას აბა, როდის შველოდა, ახლა რომ უშველოს.
ვსაუბრობთ ქვია, თორემ, ის საუბრობს, მე ვიწერ, დედამისი აღშფოთებას ვერ მალავს, ამას რას ეუბნები, მთელი ქვეყანა გაიგებსო… ის კიდევ იცინის, გაიგონ, ხომ იცი, არც გაუგონიათო. … თან იცინის და იცინის — ულვაშებში:
უბედურ სიციალიას გამუდმებით თავს ესხმოდნენ უცხოელი დამპყრობლები. სიტყვა „მაფია“ ამბობენ, რომ 1282 წელს „სიკვდილი ფრანგებს, ამოისუნთქე იტალია“ (Morte alla Francia Italia Anelia) აბრევიატურა უნდა ყოფილიყო. სხვები თვლიან, რომ სიტყვა მეჩვიდმეტე საუკუნეში არაბული წარმოშობის სიტყვა „მაუფიადან“ — „დამცველტ“ „თავშესაფარიდან“ უნდა იყოს დამკვიდრებული. ასეა თუ ისე, მაფია თავის დროზე სუფთა სიცილიური დაჯგუფება იყო. სხვადასხვა კლანები იტალიაში სხვადასხვა სახელებითაა ცნობილი. მათ შორისაა „კოზა ნოსტრა“ („ჩვენი სასქმე“ — იტ.) მერე ეს სიტყვა განაზოგადეს და ამჟამად იაპონურ, რუსულ, ალბანურ… თუ სადმე დანაშაულებრივი კალანი ან დაჯგუფებაა ზოგადად ნებისმიერ მსხვილ დანაშაულებრივ ორგანიზაციას „მაფიად“ მოიხსენიებენ.
აბა, „კანონიერი ქურდებიც“ მაფია ყოფილა, ასე გამოდის.
კი არ გამოდის მაფიის ექვივალენტია საბჭოთა კავშირში გაჩენილი და მოგვიანებით საქართველოში „გაზრდილ-დავაჟკაცებული“ თანამედროვე „კანონიერი ქურდი“. ორივეს საფუძვლად უდევს „ღირსების კანონი“ და ეტაპები „ძველი და კაი ბიჭი“, „გაგების ადამიანი“, „შავები“… „რამკიანი“, ახლა კიდევ „ფორთოხალი“ გაჩნდა… კიდევ ბევრი სხვა. ყოველი სახელწოდების წარმოშობას საკუთარი ისტორია აქვს. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს გარმო პირობების შესაბამისად გაჩნდა და შემდეგ აირია ერთმანეთში. სახელწოდებების აღრევა მაფიის წევრებისთვის ხელსაყრელია. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სხვებს მათი ნამდვილი არსი ეცოდინება თუ არა ვინმეს. როგორ ამბობთ ქართველები: „ვინც რა უნდა თქვასო, ჩემმა წისქვილმა ფქვასო“.
ახლა არ მითხრა, ამას ვასწავლით სასწავლებელშიო.
ამაზე ბერვად მეტსაც ვასწავლით. მე თავად მისწავლია… რასაც გიყვები, ჩემი მოგონილი ხომ არ გგონია, სულ დეტალებში უნდა იცოდნენ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა და იციან კიდეც. ფაქტებით და პრეცენდენტებით. თუმცა მათთან ურთიერთობისგან თავის არიდებასაც ვასწავლით, მაგრამ რა გამოვიდა… მაფიასთან კავშირის გამო, ყოველდღე თუ არა, ხშირად მაინც ვაკავებთ… სწორედ ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომელთა ერთი ნაწილი თავს წირავს დანაშაულობასთან ბრძოლას… ასეა — ცხოვრება ჭრელია.
და კიდევ რას ასწავლით?
ვასწავლით კი არა — ისწავლება… მაგალითად ისტორიული წანამძღვრები, ოდნავ მეტი დეტალებით, ვიდრე ყველამ ისედაც იცის. დავუშვათ იმას, რომ მართვის გამოცდილება დიდი ჰქონდათ და მეცხრამეტი საუკუნიდან გაფორმდნენ, როგორც საზოგადოება — მაფია. 1861 წელს მაფია ოფიციალურად პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. თავიდან თუ მხოლოდ გლეხობას და სოფლის მეურნეობას განაგებდნენ, ახლა უკვე აქტიურად ჩაერივნენ ქალაქის საქმეებში. ვიღაცვიღაცეებს დიდი ფულის სანაცვლოდ გავლენების მოპოვებაში, მაგალითდ პარლამენტის დეპუტატად გახდომაში ეხმარებოდნენ — არჩევნებში ამარჯვებინებდნენ. ხომ არ გეცნობა? როგორც ვიცი, თქვენთან ქურდები იგივეს აკეთებენ, ხომ ასეა. ფულმა დიდმა ფულმა იცის ეს და არცერთს სხვისგან არ უსესხებია. მაფიოზები მოგვიანებით პარლამენტში თავად შევიდნენ და პოლიტიკური სიტუაციის გაკონტორლება დაიწყეს. ქვეყანაში საფუძვლიანად მოკიდეს თუ არა ფეხი, თავისებურ არისტოკრატებად იქცნენ. ამჟამად მაფია მოსპობის ნაცვლად მთელ კონტინენტს არის მოდებული. აი, თქვენთან ქურდი პარლამენტში მგონი ერთი იყო ორგანიზაცია „მკედრინედან“, ხომ?
ალბათ „მხედრიონელი“ გყავს მხედველობაში. მისი პარლანენტარობა არ მახსენდება.
მაშინ მე გეტყვი (და თმები ყალყზე ამდის) ჯაბა იოსელიანი „კანონიერი ქურდი“ და პროფესორი… 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი ნაძალადევის მაჟორიტარი. გინდა მისი წიგნიდან გითხრა რაღაცა. (ახლა სად წავიდე? იოსელიანის წიგნზე წარმოდგენა არ მაქვს). ჰოდა: „ორმოცამდე მილიციელი და გვარდიელი მოვიდა ჩემს წასაყვანად. გამჩხრიკეს. „იარაღი გაქვთ?“ — მეკითხებიან. „რასაკვირველია. შეიძლება მხედრიონის უფროსს იარაღი არ ჰქონდეს?“ მახსენდება დადიანების გაძარცვის ლეგენდა. „გამოიტანეთ ოქრო-ვერცხლი, ყველაფერი! — იძახის დიასახლისი, — ამ მათხოვრებს იმას ვათქმევინებ, დადიანის სახლი გავძარცვეთ და არაფერი ჰქონდათო?“ – („სირცხვილი და კისრის მოჭრა… „კარგი, ამაზე შემდეგ დაგელაპარაკები“ — ვეუბნები ჩემს თავს).
კიდევ კარგი ვიწერდი და შემდეგ გავშიფრე. ეს როდის თქვა, აღარ მახსოვს. ნეტავი თუ გავწითლდი? არ მახსოვს. მაგრამ ძალიან ძალიან უხერხულობაში ჩავვარდი. ასეთი რამ როდის დამემართა ბოლოს არ მახსოვს. ეტყობა დიდი ხანია უცოდინარობაში არ გამოვუჭერივართ და ჩემი რეაქცია უკვე აღარ მახოსვდა:
ამასობაში უთქვამს:
მაფია გაჩენის დღიდან ალბათ ისე იცხოვრებდა, რომ უარი არაფერზე ეცოდინებოდა. მისი წევრები ფულსა და სიამოვნებაში იბანავებდნენ, განუსაზღვრელი უფლებების გამოყენებით განცხომაში იქნებოდნენ ბოლომდე… მაგრამ 1922 წელს იტალიის მთავრობაში ფაშისტები მოვიდნენ. დიქტატორმა მუსოლინიმ მის პარალელურად მაფიის სახით „მეორე ხელისუფლების“ არსებობა ვერ აიტანა და მათ დევნას შეუდგა… შემდეგ მაფიასთან კავშირისთვის საერთოდ ათასობით ადამიანი დაიჭირა ისე, რომ არც დაუკითხავთ… ამან ის შედეგი გამოიღო, რომ მაფიოზები რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მიიმალნენ — ასე ქვია — „ფსკერზე გაწვნენ“ საკუთარი წესის თანახმად, რომელიც ასე ჟღერს: აუცილებლობა არღვევს ყველა კანონს
გასული საუკუნის 50-60-იან წლებში თავი ისევ წამოყვეს და ისე გამოიჩინეს, რომ მთავრობამ საგანგებო ორგანო „ანტიმაფია“ შექმნა. ამ დროს უკვე მაფიოზები ნამდვილ ბიზნესმენებს წარმოადგენდნენ. ძირითადად აისბერგის პრინციპით მოქმედებდნენ, ზევით ლეგალური მცირებიუჯეტიანი საქმიანობა, ხოლო მიწისქვეშეთში, ანუ წყლის ქვევით დაფარული უზარმაზარი იმპერია — ნარკოტიკებით ვაჭრობის თანხლებით, ბიზნესების „მფარველობა — დაკრიშვა“, კაზიონები, პროსტიტუცია — სრული სვლით. და სხვადასხვა გზით დღემდე ფული „თეთრდება“. ამასობაში „ქოლგად“ — ლეგალური ბიზნესი ფეხზე დააყენეს და მათი დიდი ნაწილი წარმატებული მეწარმეები არიან. განსაკუთრებით განავითარეს საერსტორნო, საკაზინო (რომლის მხოლოდ გასახსნელად საჭირო დოკუმენტებში მითითებულია, რომ ანგარიშზე სულ ცოტა მილიონი უნდა ედოს მისი გახსნის მსურველს და ეს საერთოდ საუბრის ძალიან განსხვავებული და სხვა სფეროა, ისევე, როგორც ბილიარდის თემა), სასტუმროების ქსელები, მედიკამენტები, კვების პროდუქტების და სხვა ბიზნესი მთლიანად მათ ხელშია.
1980 წელს დაიწყო უმძაფრესი ომი კლანებს შორის და იმდენი დაიხოცნენ, რომ მაფიოზებმა არსებობის შესანარჩუნელად ზოგიერთი ავი ზრახვისგან თავის შეკავების ხერხს მიმართეს და მხოლოდ ლეგალურ ბიზნესს მიანიჭეს უპირატესობა, თუმცა, მაფიოზები კი გახდნენ ლეგალური ბიზნესმენები, მაგრამ სცენიდან არ გასულან. სამხრეთ იტალიაში დღემდე საკუთარი საქმის დაწყება ადგილობრივი „ავტორიტებების“ მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ეს მოგეხსენებათ, წილში ჩაჯდომას ნიშნავს.
საიდუმლო საზოგადოება მხოლოდ ხმები დადიოდა. თვით უშიშროების ფედერალური ბიუროც კი არ აღიარებდა მის არსებობას. იტალიური მაფიის შესახებ ძალიან დიდხანს არავინ არაფერი იცოდა. დიდი ფული აგვარებდა საქმეს ისე, რომ იზრდებოდნენ, ვითარდებოდნენ და არსებობის შესახებ არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებდნენ.
მაგრამ 1963 წელს „კოზა ნოსტრას“ „წვრილფეხა“ წევრი ჯო ვალაჩი დაიჭირეს. მხდალმა ნარკომოვაჭრემ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელ „სიკვდილს“ რომ გაქცეოდა, მაფიაზე რაც იცოდა, ყველაფრი დაწვრილებით დაფქვა. პირველი ინფორმაცია მათ შესახებ ასე გავრცელდა და საიდუმლოს მეტ-ნაკლებად ფარდა აეხადა. სხვათა შორის „დუმილის ფიცის“ დარღვევისთვის უკვე დაპატიმრებული მაფიის წევრები დიდხანს ცდილობდნენ მასზე შურისძიებას. მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან კარგად იყო დაცული.
ვალაჩის აღიარების შემდეგ მაფია ლიტერატურისა და კინოსთვის მოდური, პრესის „კრიმინალური მარწყვი“ გახდა. მარიო პიუზოს ცნობილი წიგნი „ნათლიმამა“ ამ მოვლენებიდან 6 წლის შემდეგ დაწერა. შემდეგ კორლეონეს ოჯაზე ფილმები გადაიღეს. „ხუთიდან ერთ-ერთიი ოჯახის ბოსი ვიტო კორლეონეს პროტოტიპი გახდა ჯო ბონანო“ — რომელიც დანაშულებრვი ორგანიზაციას მაშინ უკვე ნიუ-იორკში აკონტროლებდა და მათ შესახებ დაზუსტებით მაინც არავინ არაფერი იცოდა. ორგანიზაცია იქაც და აქაც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მეთაურს უსიტყვოთ ემორჩილებოდნენ; მტრების, მოღალატეებისა და განდგომილების მიმართ დაუნდობლები იყვნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვას და სოლიდური თანხის სანაცვლოდ მათგან საჭირო ინფორმაციის მიღებას და მაფიოზების პირობების შესრულებას.
2007 წელს იტალიაში გავლენიანი ნათლიმამა სალვადორე ლო პიკოლო დააპატიმრეს და მისი ოფისის ჩხრეკისას ამოიღეს საიდუმლო დოკუმენტები. მათ შორის „კოზა ნოსტრას“ ათი მცნება“. ამბობენ, რომ ასე გახდა ცნობილი მაფიოზების საქმიანობის ზოგიერთი დეტალი და განმსაზღვრელი წესები. ასევე, ცნობილია, რომ ამ დროს უკვე, დაზვერვას იქ საკუთარი „ხალხი“ ჰყავდა და გადმობირებას ინფორმაციის სანაცვლოდ ტრადიციისამებრ დიდი ფულის ან კომპრომატებით ბრძოლის ხერხს მიმართავდნენ: და თითქოს „ორმაგი თამაში“ გამორიცხული უნდა ყოფილიყო, ხოლო დანაშაულის მიეტევებოდათ მხოლოდ „სიკვდილის შემდეგ“, მაგრამ ორივე დოგმა წარმატებით ირღვევა დღემდე:
და საერთოდ, პირის გატეხა, ვითომ „დამავიწყდა“ და ზოგადად პასიხუსმგებლობაზე თავის არიდება ამათი მოგონილია და მაინც გაინტერესებს?
გთხოვ, განაგრძე!
მაგრამ ხომ არაფერი მითქვამს ახალი, ისეთი, რაც არავინ იცის?
კი, მართალი ხარ, (ვითომ ამ წუთს არ გამაოცა პირადად მე) მაგრამ მაქვს სათქმელი, რომელიც არავინ იცის და დავიწყებ უკვე ცნობილით.
ჰო, ნამეტანი რკინისებური არგუმენტია… დე, რა ვუყოთ ამას, ვუთხრათ ყველაფერი…
ნუ დაგვცინი ბიჭო. ამდენი რამ როდის ვიცოდი?
უყურე ამას, მილანელ არისტოკრატად მოაქვს თავი. ექვსი თაობა აქ ცხოვრობდა და ნახე რა თქვა? თქვენ რა გითხარით. ჰო, კარგი.
დავიწყებ იმით, რომ:

მეოთხე ნაწილის დასასრული…

მესამე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ …

ქეთევან ჩემია, მილანი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გვეღირსება და მოვესწრებით მალე იმ დღეს, როცა ყველა ერი და მსოფლიო იქნება თავისუფალი»

საქართველო და „სტოკჰოლმის სინდრომი“

5 ფაქტი მომავალ მთავრობას თუ რატომ ზღვა

დატოვე კომენტარი