დღეს მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ აპირებს ახალი ფრაქციის შექმნას, რომელშიც გაწევრიანების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მინიმალურ სტანდარტებს:
„არ უჭერდნენ მხარს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები“. ჩემთვის ღირებულებითი თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ფრაქციის შესაქმნელად. თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ ისინი მუშაობენ ფრაქციის შესაქმნელად. მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამ საქმეში. მე ვამბობ, თუ შეიქმნება ფრაქცია, პირობითად ვამბობ, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ კონსერვატიული ფრაქციაც ჩამოყალიბდეს პარლამენტში. ეს არის პოლიტიკური მნიშვნელოვანი ბერკეტი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობიდან წავედით, პოლიტიკიდან არ წავსულვართ და არც წასვლას ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონენი. მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას; არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები; იყვნენ ოჯახის და იმ ღირებულებების დამნახავები, როგორც დღეს ჩვენი კონსერვატიული პარტიის ღირებულებებში აისახება. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ფილტრი“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
