ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

0
342

ზვიად კუპრავამ მოსამართლეს მიმართა, რომ   პროკურატურა ცდილობს შეთხზული საქმით  ის პატიმრობაში დატოვოს. როგორც გადაწყდა სასამართლო პროცესზე კუპრავას საქმეზე სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო

„პროკურატურას ძალიან გაცხრომებული სურვილი ჰქონდა ჩემი და ამიტომ, რომ ვერ მოძებნეს სხვა ვერაფერი საფუძველი პატიმრობის წამიყენა ბრალდება სასამართლოს სასადილოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გამოიყენა გირაო 5 000 ლარის ოდენობით და მე აღმოვჩნდი ისევ გარეთ. პროკურატურას თავის მიზნის მისაღწევად სჭირდებოდა დამატებითი ბრალი და მოიგონა შემდეგი გარემოებები, რომლის ფორმულირებაც მოახდინა ახლა თითქოს ხერხემლის ქვედა ნაწილში ვცემდი ზაქარიაშვილს, რომელიც ამავდროულად არის აგენტურის წარმომადგენელი, არ ვიცი პროკურატურის არის თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ სუს-ის. მისი მეშვეობით მოიფიქრეს ის, რაც მოიფიქრეს და შემიცვალეს აღმკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით,“ — განაცხადა სასამართლო სხდომაზე ზვიად კუპრავამ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ