ზვიად კუპრავამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა

0
283

«სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის» ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

„მე და ჩემმა მეგობრებმა ვინც დარბაზშია ერთ დღეში გადავაყენეთ, ვაიძულეთ მთავარი პროკურორი, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან და ეს ჩემი აქ ყოფნა არის დღეს შურისძიება პროკურატურის იმ გარემოებიდანა გამომდინარე — ეს ერთი. ამის შემდეგ 2 ივნისს ირაკლი კობახიძემ, ქვეყნის მეორე პირმა, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა უმწვავესი განცხადება, ბრალდებები ჩემთან მიმართებაში და მოითხოვა პირდაპირ ჩემი პატიმრობაში ყოფნა — ეს მეორე ფაქტორი. ასევე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს პრეზიდენტად იწოდება იგივეს აკეთებდა პერმანენტულად ანუ “facebook” გვერდზე, ასევე დეპუტატები ეკა ბესელია, კახა კალაძე თბილისის მერი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი და ა.შ. შესაბამისად ჩემი აქ ჯდომა რაიმე დანაშაულიდან გამომდინარე კი არ არის, ჩემი აქ ჯდომა გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ბატონები ხელისუფლებაში ვინც იმყოფებიან, მათ შორის პროკურატურის წარმომადგენლები დაინტერესებულნი იყვნენ ჩემი პატიმრობით,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ