სხვადასხვა

ზესტაფონში ბუნებრივი აირით დაღუპული დედა-შვილები

ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის გოგო მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან, ორი წლის დამიანესთან და ოთხი წლის ლილესთან ერთად მარტო ცხოვრობდა.

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება ჯერ არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

ისრაელის საელჩომ და ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატამ გამართეს შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ისრაელის ბიზნეს საზოგადოების წევრებთან

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

სასწრაფოდ! თავდასხმა ნიკა გვარამიაზე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი