უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გააფრთხილა დასავლეთის თანამეგობრობა, რომ კიევისთვის დასავლური დახმარების მიწოდების ნებისმიერი შეფერხება კრემლს თვითდაჯერებულობას შესძენს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსში ყოფნისას განაცხადა. მისი ვიზიტი ლიტვის დედაქალაქში წინასწარ არ იყო ცნობილი.
«ის (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი) გაჩერებას არ აპირებს», — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ლიტველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან პრესკონფერენციაზე. «მას სურს მთლიანად დაგვიკავოს.»
”ზოგჯერ პარტნიორების გაურკვევლობა უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მხოლოდ მატებს რუსეთის ფედერაციას გამბედაობას და ძალას”, — დასძინა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, ის თავს დაესხმება სხვა მეზობელ ქვეყნებს, თუ მოკავშირეები არ შეუერთდებიან ძალებს მის შესაჩერებლად.
”ის (პუტინი) არ დაასრულებს ამას (ომს), სანამ ჩვენ ყველა ერთად არ დავასრულებთ მას”, — განაცხადა უკრაინის ლიდერმა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყვნენ შემდეგი, თუ ჩვენ (უკრაინა) წინააღმდეგობას არ გაუწევთ (რუსეთს).