მსოფლიოშიპოლიტიკა

ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებშიც უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ომით გაჩანაგებულ აღმოსავლეთშიც, მთელ დანარჩენ ქვეყანასთან ერთად, იქ კვლავაც მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად. «უკრაინაში ომი — ვიცი — არის ევროპაში ომი. ყირიმის ანექსირებასთან ერთად, ის უკვე იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც მეორე მსოფლიო ომი — უბრალოდ წარმოიდგინეთ!» — თქვა ზელენსკიმ. «დონბასში ხალხს ესაჭიროება არჩევნები, რომლებსაც უკრაინა და მთელი მსოფლიო ლეგიტიმურად აღიარებს. … და არჩევნები ასეთად ვერ ჩაითვლება, თუკი ის არ გაიმართება უკრაინის კანონთან შესაბამისად, სროლის ხმის ფონზე, ჩვენი საზღვრის [უკრაინის] მიერ გაუკონტროლებლად», — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დეკემბერში, პარიზში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანია და საფრანგეთიც. მაგრამ მოლაპარაკებამ ვერ გამოიღო შედეგი კონფლიქტის გადაჭრასთან მიმართებით. ამ კონფლიქტს უკვე 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მის შედეგად მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლ-კარი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დედაქალაქის 2020-ს ბიუჯეტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

Joni Kvaracxelia

საგანგებო ინფორმაცია! რუსმა ოკუპანტებმა ქარელში უკანონო ბორდერიაზია დაიწყეს

roma sajaia

ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი