მსოფლიოში

ზელენსკი თუ პოროშენკო — უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების პროგნოზი

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა სოცგამოკითხვამ, რომელიც 9-14 აპრილს ჩატარდა, ნათლად აჩვენა უკრაინელების განწყობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმართ.
ვის მისცემდით ხმას, თუკი უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება დღეს? — სწორედ ამ კითხვით მიმართეს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უკრაინის მოქალაქეებს და რეზულტატმა მოსალოდნელ შედეგებს გადააჭარბა.
მოსახლეობის მხოლოდ 17% მზად არის მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ მისცეს ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ტურში მიღებული ხმებს დაემატა 1%. ხოლო ვლადიმერ ზელენსკის შედეგები მკვეთრად გაიზარდა და მას მოსახლეობის 48% მისცემდა ხმას. ეს იმას ნიშნავს, რომ ზელენსკის მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა (თითქმის 17%).
დანარჩენი ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 17,9% -ს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცემდა ხმას. 1,6% მზად არის გაასაჩივროს შედეგები. 6,3% საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო 8,8% -მა უარი განაცხადა ეპასუხა დასმული კითხვებისთვის.
დონბასში ზელენსკის მხარდამჭერთა რიცხვი 91,4% ხოლო პოროშენკოს 4,9% მისცემდა ხმას.
ეთნიკურად რუსი მოსახლეობის 48,4% მხარს ვლადიმერ ზელენსკის უჭერს, პოროშენკოს კი 14,7%.
შეგახსენებთ, რომ პირადი ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ გამოკითხულ იქნა 2004 რესპოდენტი 129 დასახლებულ პუნქტში.
უკრაინაში მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებისა ჩატარდება 2019 წლის 21 აპრილს.
პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსიმ ხმათა 30,24% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 15,95%.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

უნგრეთი საქართველოს საზღვრებს არ უხსნის

14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

დატოვე კომენტარი