ზელენსკი — ზურაბიშვილი — რომელია თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო?!

0
699

ვლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციიდან (20 მაისიდან) თითქმის 12 დღე გავიდა, ამ დროში მან:

— დაითხოვა პარლამენტი.
— ჩავიდა ფრონტის ხაზზე.
— დეპუტატებს მოუხსნა იმუნიტეტი.
— მიიღო მოწვევა დონალდ ტრამპისგან.
— მოქალაქეობა დაუბრუნა სააკაშვილს.
— ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ.
— დანიშნა რეფერენდუმი ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკრაინის სამომავლო კურის შესახებ.
— პარტიაში «ხალხის მსახური» მოიწვია განათლებული და პროგრესული ახალგაზრდები რომელთაც მისცა შანსი პარლამენტში მოხვედრისა.
— ჩინოვნიკებს აუკრძალა საჯარო დაწესებულებებსა და კაბინეტებში მისი სურათების ჩამოკიდება.
— პოროშენკოსა და ბევრი სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება.

ხოლო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან გავიდა 7 თვე, რა გააკეთა მან?!

— უარი მიიღო აშშ-ში ვიზიტზე.
— უარი თქვა შვილმოკლულ მამებთან შეხვედრაზე.
— უარი თქვა მაღაროელებთან შეხვედრაზე.
— უარი თქვა საოკუპაციო ზონასთან ჩასვლაზე.
— დიპლომატიურ კორპუსს მოსთხოვა მისი სურათების ჩამოკიდება კაბინეტებში.
— ჩავიდა აზერბაიჯანში შემდგომ კი დავით-გარეჯაში, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
— ჩავიდა ევროპის ქვეყნებში და დაარწმუნა იქაური ლიდერები რომ საქ.-ო უსაფრთხო ქვეყანაა, რის გამოც დაიწყო ქართველ ემიგრანტთა შევიწროება დეპორტირება.

უკრაინელებმა დაამარცხეს ოლიგარქთა მთელი კასტა, პოროშენკოს ჩათვლით, თან როგორი ანგარიშით, 75-25, ხოლო ქართველი ერი დაგვაჩმორა ერთმა ოლიგარქმა, თან როგორი ანგარიშით, 40-60.

უკრაინა არის სახელმწიფო, ჩვენ ქვე-ყანა.

слава Україні 🇺🇦🙌

გიორგი ჟღენტი
ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ