განცხადება/მიმართვამსოფლიოში

ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება-დიმიტრი მედვედები

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, მედვედევმა უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ე.წ. „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“ და სხვა „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დასაცავად.

მედვედევის თქმით, მას საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასვლა არ შეშინებია.

“ეს მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი”, – აღნიშნა მედვედევმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

შიმშილობით თავის დანაშაულებებს ვერ ჩამოიწერს-სუბარი სააკაშვილზე

უკრაინა, საქართველო, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და ნორვეგია ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ

ელტონ ჯონი სიკვდილს ებრძვის

დატოვე კომენტარი