სოცქსელი

«ზარდიაშვილი ადეიშვილთან ჩაის დაატარებდა…ჩაი მომართვა და მთელი ფინჯანი გადამასხა შარვალზე»-რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამ ზარდიაშვილს რომ უყურებ, სურვილი იმისა, რომ მოიქცე ცუდად, უბრალოდ დაუძლეველია. მაგრამ ე.წ. ”ამბოხებულები” თუ ”განკვეთილები” ნუ დაიყვანთ პრობლემას ამ ჯეელის დონეზე. მისი მასწავლებელიც ახსენეთ ხანდახან. ადეიშვილს არ ვგულისხმობ. იქ მხოლოდ ჩაის დაატარებდა და ვერც ვერაფერს ისწავლიდა. სხვას ვგულისხმობ, ვისი სახელის ხსენებას ასე უფრთხით თუ ასე გერიდებათ.

ჩაიზე გამახსენდა: ერთხელ მეც ვესტუმრე ზურაბ ადეიშვილს. ამან როგორც ევალებოდა, ჩაი მომართვა და მთელი ფინჯანი გადამასხა შარვალზე.

დღესაც მწარედ მახსოვს. აბა რა იქნებოდა.

ეკა ბესელიას რუსთავზე გუშინდელმა ინტერვიუმ გამახსენა ეს პიკანტური ისტორია“.-წერს რომან გოცირიძე

ფაქტები.ჯი


მსგავსი პოსტები

ისრაელის მოქალაქე, მეცნიერებათა დოქტორი, მამუკა დავარაშვილი სპეცოპერაცია «კოდორი 2007»-ზე

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა-ელისო კილაძე

«იკრძალება ხორბლისა და ფქვილის ავტომანქანებით შემოტანა»-რომან გოცირიძე

დატოვე კომენტარი