განცხადება/მიმართვა

ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტზე  შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

«საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

წერილები რომლებიც 21 სექტემბერს და 13 ოქტომბერს გაეგზავნა დიპლომატიურ კორპუსს

Joni Kvaracxelia

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება

«მოკალით “მაესტრო”!!ჩემო “ოცნება” ბიძინა, კალა და მისთანებო: უკან გაიკეთეთ ეგ ნიანგის ცრემლები!“-მამუკა ღლონტი

დატოვე კომენტარი