რუსთაველის გამზირის წინ გზის სავალ ნაწილზე კარვები გადაიტანეს, კარვებში მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე იმყოფებიან, მათი თქმით ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ბოლომდე.
„დამარწმუნა დღეს გახარიას უწყებამ, თვითონ გახარიამ, რომ ესენი თვითონაც არიან ჩართულები ამ უსამართლო ბრძოლაში. მეჯახება მთავრობა და სისტემა? მე აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელებს არ გამოიყვანენ სააშკარაოზე და აბსოლუტურად ყველა იმ პიროვნებას, ვინც დაფარა ეს დანაშაული, მანამდე ვიდგები აქ, თუ არადა გამოუშვან ბეტეერები და გადამიარონ და ამით დამთავრდება მაგათი ილუზიები და ზღაპრული ბრძოლები, აქ ვიქნები მანამ, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს… ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები და მისი ხელის დამფარებლები არ იქნება გამოაშკარავებულები,“ -აცხადებს ზაზა სარალიძე.