ილონ მასკსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ზავი ერთი თვეც არ გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც სენატმა ბეწვზე მიიღო პროცედურული გადაწყვეტილება ტრამპის ეგრეთ წოდებული „დიდი და ლამაზი კანონპროექტის“ განსახილველად შაბათ-კვირას, მასკმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ გამოიყენებს თავის უზარმაზარ რესურსებს იმ რესპუბლიკელი კონგრესმენების წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიების დასაწყებად, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტრამპის მასშტაბურ პროგრამას.
მასკმა ორშაბათისა და სამშაბათის დილის დიდი ნაწილი გაატარა „ტვიტერზე“ პოსტებისა და გადაზიარებების გამოქვეყნებით, რომლებშიც აკრიტიკებდა აღნიშნულ საგადასახადო და ბიუჯეტურ კანონპროექტს — განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის მნიშვნელოვან დანახარჯებს მოიცავდა.
ტრამპმა ორშაბათს გვიან საღამოს მასკს უპასუხა და მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია შესაძლოა დაიწყოს გამოძიება მასკის კომპანიების მიერ მიღებულ მასშტაბურ სამთავრობო კონტრაქტებზე.
სამშაბათს თეთრ სახლში ტრამპმა განაცხადა, რომ მასკმა შეიძლება ბევრად მეტი დაკარგოს, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიები. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც წარსულში მასკი ხელმძღვანელობდა, შეიძლება გადაიქცეს „მონსტრად, რომელიც დაბრუნდება და თვითონვე შეგჭამს“.