“ფორმულა კრეატივის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და “რუსთავი2”-ის ყოფილი თანამშრომელი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Loading…
