სხვადასხვა

ვხედავ ვაქცინას, რომელიც კლავს ამ სასიკვდილო ბაქტერიას-ლელა კაკულია

“COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ რამდენიმე (!) წინასწარმეტყველებას რომლებიც ქალბატონმა ლელამ ბევრი წლის წინ ჩაწერა და გამოაქვეყნა როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“ (იხილეთ საიტზე www.lelakakulia.ge), ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ – ყველა გამოცემაში, მათ შორის, რუსულ და ამერიკულ გამოცემებში.

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი
უცნაური ავადმყოფებები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ეს დაავადებები მრავალგვარია, მედიცინა უძლურია, მსოფლიო შეძრწუნდება. უშველის ხის ფესვები, ბუჩქის ფოთლოვანი ნახარში, ანუ ხალხური მედიცინა, მეტი არაფერი. ეს იქნება დიდი კატასტროფა. მსოფლიოს ააფორიაქებს შიში.
2008 წელი, 1 მარტი
მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ამ დროს, ვხედავ, კიბოთი, დიაბეტითა და სხვა დიაგნოზით ხალხი აღარ კვდება. ეს სამი სახის დაავადება კი სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს“ შეარქმევენ — მიდი და ებრძოლე!
ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვლება. ომი სჯობს ამ „უჩინარ დაავადებას“ .
საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს, არტყამს პანკრეასს. ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად!”

Loading…

მსგავსი პოსტები

საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა (ვიდეო)

80 წლის ქუთაისელი ქალი იტალიიდან სამშობლოში ვერ ბრუნდება – „ქართულმა ოცნებამ“ ჩემ ოჯახს პერსპექტივა წაართვა

“კიდევ ერთხელ ვავრცელებ ამ ვიდეოს…ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და შეკითხვები აღარ დაგრჩებათ, თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინეს გახარიამ და ივანიშვილმა”

დატოვე კომენტარი