განცხადება/მიმართვა

“ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია”-ირმა ინაშვილი

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ღამის კურიერში განაცხადა, რომ მას რუსული ფული არასდროს აუღია.

“მე ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია რუსული ფული.

მე ირმა ინაშვილი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ჩემი ყოველი მოძრაობა განმსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით ჩვენი საქართველოსადმი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ და ტელემაყურებლის წინაშე, რომ მე ამას ვაკეთებ თბილისში, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება.

მე ირმა ინაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, გამოფხიზლდით, ხომ ხედავთ რაც ხდება?! “-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

“მე არანაირ შტურმს არ ვაწყობდი…თუ საჭირო გახდება და თუ ქვეყანა მოითხოვს კიდევ გავალ”-18 წლის მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა (ვიდეო)

“ნარკორეალიზატორ ბერს თავდებში სასულიერო პირები უდგებიან,მამა გიორგი სიკვდილისთვის გაწირეს”-ელისო კილაძე

“არ შეგეშინდეთ! მტკიცედ იდექით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სვლაში ამ რთულ გზაზე”-პატრიარქის ქადაგება

დატოვე კომენტარი