განცხადებები

ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია კანონები-კელი დეგნანი

ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია კანონები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ქუჩებში ხალხი იყო გამოსული ევროპისკენ მათი სწრაფვის სურვილის გამოსახატად და აქციები იყო სხვა ქალაქებშიც.

„ვფიქრობ, ეს იყო ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, რომ მათ გააკეთეს მკაფიო, მტკიცედ გადაწყვეტილი არჩევანი, რომ მათი გზა არის ევროპა და ნებისმიერი რამ, რაც მათ ამ გზიდან ააცილებს, რაც მათ ამ გზიდან მიმართულებას შეაცვლევინებს, არ არის მისასალმებელი ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია ეს კანონები.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვთვლით, რომ რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის მდიდარი წვლილი, რომელთა შეტანაც რეგიონებს შეუძლიათ მთავრობის პოლიტიკაში – თქვენი გამოწვევები, თქვენი პრიორიტეტები, თქვენი ოცნებები უნდა იყოს წარმოდგენილი თბილისში.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიმყოფები დღეს აქ, არა მხოლოდ ამერიკული თაროს გახსნაა, არამედ ასევე აქ, ახალქალაქში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ტრენინგების ჩატარებაა, რათა უკეთესად გავიგოთ, არის თუ არა ჩვენი პროგრამები გამოყენებული მათთვის. ვიცი, რომ ზოგიერთებს სურთ უფრო მეტი გამჭვირვალობა, ჩვენ გვაქვს ძალიან გამჭვირვალე პროცესი, თუ როგორ გამოიყენება აშშ-ის დახმარება საქართველოში და ეს არის ამ პროცესის ნაწილი, იმის უზრუნველყოფა, რომ პარტნიორები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან ერთად, რათა გააუმჯობესონ პირობები დასახლებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცნობიერებენ ჩვენს პროცესს, რას უჭერს მხარს ამერიკა. აცნობიერებენ, რომ ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხადასაჭერად თქვენი მუშაობის პროცესში, თქვენი ოცნებების ასრულებაში, ააშენოთ თქვენი დემოკრატია“, – განაცხადა დეგნანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ-პაატა იმნაძე

roma sajaia

«რუსი ოკუპანტები არ გამოჩენილან არც ერთ იმ მონაკვეთზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით»-დავით ქაცარავა

როგორ შეძლებენ მძღოლები ვიდეოჯარიმების გადახდას?

დატოვე კომენტარი