განცხადებები

ვფიქრობ, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური — აფგან მუხთარლი

პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ოქმის ნახვა. მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის საკუთარი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალებს გასაცნობად იმყოფებოდა.

მუხთარლის განცხადებით, ის საქართველოში მანამდე აპირებს დარჩენას, ვიდრე საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს.

“მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. პროკურატურამ ხელისუფლების ბრძანება შეასრულა. ჩვენ ვაპირებთ გასაჩივრებას, შემდეგ კი ევროსასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვიცხოვრო, პროცესის დასრულებამდე.

პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენების ოქმის ნახვა. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — განაცხადა მუხთარლიმ.

ინფორმაციისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერდა, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც „სუს-ის ზონდერებმა“ შეასრულეს და ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით — აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გრიგოლ ვაშაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც რეალისტური შანსები აქვს გამარჯვების»-სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

«ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ…ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!»-ვატო წერეთელი

NDI: ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი