არჩევნებიგანცხადება/მიმართვამსოფლიოში

ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა. “ეს არის აბსოლუტური გამარჯვება, რომელიც მაბედნიერებს”. – ამბობს ვუჩიჩი. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 80% და ვუჩიჩის სერბულ პროგრესულ პარტიას (SNS) ხმების 46% აქვს მოპოვებული. მთავარი ოპოზიციური ძალა სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ხმების 23% აქვს აღებული, ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მნიშვნელოვნად გააყალბა. ვუჩიჩმა SNS-ის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. პოსტი სერბეთის იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა დაიკავა. 1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წინა არჩევნები სერბეთში 2022 წელს ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

რა გზავნილი გაუგზავნა გიორგი გველესიანმა ირანელ გულშემატკივრებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ბაიდენის ინაუგურაციაზე ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

დატოვე კომენტარი