არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე, «ქართული ოცნების» დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს მიმართავს:
,,კაცი კაცისთვის მგელია»🐺
🔴 Homō hominī lupus est🔴
,,დღეში ადამიანის გამოსაკვებად 4 ლარი საკმარისია»- პარლამენტარი ზ.ქუცნაშვილი
ბატონო ზაქარია, არ ვიცი საიდან მოხვედით, მაგრამ ზუსტად ვიცი საით მიდიხართ.ასეთი ნათელი არასოდეს არ ყოფილა მყოფადი,როგორც ახლა.ვუყურებ თქვენს ბლაგვ სახეს და მჯერა ,რომ მისი გამოკვება დღეში 4 ლარად კიარა,40 ლარადაც შეუძლებელია.ღმერთმანი,წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი თვალთვალის,მაგრამ საჯარო სივცეში თქვენი ,,მაკდონალდსური ტრაპეზის» ხილვის შემდეგ დავრწმუნდი,რომ პარლამენტარის კუჭი სხვანაირია,ვიდრე ადამიანის.
მაგალითად,პარლამენტარს შეუძლია 100 ლარიან მენიუსთან ერთად,4 ლარიანი წვენიც დალიოს,ადამიანს კი როგორც თავად აცხადებთ დღეში 4 ლარიც ეყოფა გამოსაკვებად.
საოცარ პარალელებს ვავლებ თავდაცვის მინისტრთან.ის ჯარისკაცებს დღეში 0.99 თეთრად კვებავს ,თავად კი სატრაპეზოდ 999 ლარიც არ ეყოფა.თუ ჩემი არ გჯერათ,გირჩევთ იხილოთ ლ.იზორიას პორტრეტი-ძველი ლათინები ამბობდნენ,სახე მეტყველებს ცხოვრების წესზე.
თქვენი სახეების მხილველი ერი უთუოდ ვხვდებით თქვენივე ცხოვრების წესს,რომელიც წესიერებიდან აშკარად ისეთი განსხვავებულია,როგორ ცა და დედამიწა.
თქვენი ხელები აშკარ
არ განიცდიან ფიზიკური შრომის ნაკლებობას.როდესაც კაცისთვის უცხოა საკუთარი შრომით მოპოვებული პურის გემო,მისთვის ასევე უცხოა მორალი.სხვისი კუჭის სიმაძღრე საკუთარი სტომაქის ნაყროვანებით განისაზღვრება.
ასეთი ცნობიერებით კი კაცი ,რომელიც თურმე კაცისთვის მგელია, სწორ განზომილებაში ვერ ჯდება,ვინაიდან ასეთი ,,კაცი» უფრო ღორია ვიდრე მგელი,ხოლო ამ ორი ცხოველის ღირსება ერთმანეთისგან ისე განსხვავდება,როგორც კაცის და როგორც არაკაცის.
თქვენი აღზრდა უკვე დაგვიანებულია.დარწმუნებული ვარ,კაცი რომელიც საკუთარ ,,პოლიტიკაში მომყვანს»-პური ჩვენი არსობისას უოფლარად მომცემს — მეჭიქურს აგინებ ასეთ კაცს როგორიც შენ ხარ არც საკუთარი სარეცელი გექნება გასწორებული და არც იმ დისციპლინის შესახებ იცი რამე რომელსაც ჩემს ჯარისკაცებს უმთავრესად ვასწავლიდი.
რას იზამთ,არ გაგიმართლათ.ცხოვრება ხვედრია,მაგრამ რაღა საქართველოს ხვდა ბედად შენნაირი კანონმდებელი.
სამაგიეროდ მეხოტბეობა გისწავლიათ,სულ შაქარლამად მიგაქვთ მეგრული აჯიკის მსგავსი ამბები.
ბიძაჩვენი კი ხელგაშლილი კაცია.დასავლეთში იუმორი გვიყვარს.
რათქმაუნდა ჯერ პირადი ხასიათის და სახელმწიფოებრიობის გამიჯვნა ვერ მოვახერხეთ,თუნცა ,,შუშის სასახლის» თეატრის რეჟისორს შაქარ -არლეკინად უკვე ყავხარ.
და,თუ ზედმეტი გამოდგები,სავარაუდოდ ისე გაგაქირავებს,როგორც სტურუამ რუსთაველის თეატრი გააქირავა.
P.S. ვიქტორ ჰიუგო მოგვითხრობს, რომ კომპრაჩიკოსების ნახელავის გამო,რომლებმაც ბავშვს ტუჩები მოაჭერეს,მიუხედავად განწყობისა, ადამიანი შეხედვისთანავე იცინოდა, თუნმცა შესაძლოა მას არც კი ეცინებოდა.სწორედ ასე ვართ,გვეცინება თუ არ გვეცინება,თქვენი შემზედვარე მაინც ვიცინით,რადგან თქვენ და თქვენნაირები ჩემი ერის კომპრაჩიკოსები ხართ…»-წერს დავით ნემსაძე