სკანდალი

«ვუყურებთ ქვეყნის სიკვდილს…ივანიშვილმა არაფერი არ დატოვა დაუნგრეველი» (ვიდეო)

«მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

«ქვეყნის ყველაზე დიდი და ისტორიაში პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სადოქტორო დისერტაციის პლაგიატი დაუდგინდა (140 გვერდიანი დისერტაციიდან, 40 გვერდი სიტყვა-სიტყვით გადაწერილი აღმოჩნდა). ვინც არ იცის, პლაგიატიზმი სხვისი ნაშრომის გადაწერა-მოპარვაა და სამეცნიერო სიკვდილს და სამუდამო სირცხვილს ნიშნავს. ამერიკაში, მაგალითად, სტუდენტი რომ დაიჭირონ პლაგიატზე, არათუ რიცხავენ, შავ სიაში შეაქვთ და ვერასდროს ვერ ისწავლის ვერც ერთ აკადემიურ დაწესებულებაში.

ქოცობა სტიქიური უბედურებაა. ივანიშვილმა არაფერი არ დატოვა დაუნგრეველი, სრულიად არაფერი.

ფორსმაჟორში ვცხოვრობთ და ვუყურებთ ქვეყნის სიკვდილს. ბანძები ვართ და ვუყურებთ, როგორც მოწმეები. ბანძები ვართ და მხოლოდ ვუყურებთ. ბანძები.»-წერს გვარამია

Loading…

მსგავსი პოსტები

ამაზრზენი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

თურქეთი ხელოვანთა ხედვას კრძალავს

Joni Kvaracxelia

დაპირისპირება მთავრობაში-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს თანამდებობის დატოვების შესახებ შეუთვალა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი