განცხადება/მიმართვა

”ვუსამძიმრებ ქართულ ოცნებას, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ”-ეკა ბესელია

დეპუტატი  ეკა ბესელია, დეპუტატ  ვანო ზარდიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარს აკეთებს:

„ტრაგიკომიკურია, რომ ქართული ოცნების სახელით ადეიშვილის ხელის ბიჭი – ზარდიაშვილი ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პარტიას, რომელიც არ არის ჩემთვის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ, ქართული ოცნების სახელით საუბრობენ. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი, არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც უნდა ვუპასუხო. ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ იყო ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი, დღეს არის მათი ნარჩენების ხელის ბიჭი. მათი დავალებების შემსრულებელი ადამიანი,”

„მე შეიძლება, ამაზე მხოლოდ დავცინო. არ მიყვარს, მაგრამ ეს არის ჩემი რეაქცია და ვუთხრა, რომ ადამიანი, რომელიც არის დაკავებული იმით, რომ „შპარგალკები” მიიტან-მოიტანოს პარლამენტსა და მოსამართლეებს შორის, მერე იმ სურვილებზე რომ უარს ვეუბნებოდი, კარისკენ მივუთითებდი, მერე გულდაწყვეტილი საწყალი თვალებით ისევ რომ თავის პატრონებთან გაიქცეოდა, იმის პატრონები არიან ჩინჩალაძე და ვისთანაც მეგობრობს. მათი სურვილების გამხმოვანებელი იყო, ადამიანი ოცნებობდა, რომ პარლამენტში საბუღალტრო წიგნი შეექმნა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“მარტო ეს ოთხი საქმე საკმარისია, რომ ივანიშვილი დიდი ხნით წავიდეს ციხეში”-ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილზე

მუსიკალურად უნდა აღვზარდოთ ბავშვები – ელისო ბოლქვაძე

“ნათელაშვილი რომ გარდაიცვლება…”-წულუკიანი ნათელაშვილზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი