covid-19

ვმუშაობთ, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინა იანვარ-თებერვალში შემოვიტანოთ-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი დამტკიცებული ვაქცინა გაცხადებულზე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოიტანონ. ამაზე მან დღეს, 8 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

«პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოვიტანოთ უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.

20%-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ წლის პირველ ნახევარში, სადღაც შემოდგომამდე და შემდეგ კიდევ გავზარდოთ. რომ მივიღოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, გვჭირდება აცრილი იყოს მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე», — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში

roma sajaia

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება თუ არა თვითიზოლაციაში?

Joni Kvaracxelia

«ქვეყანაში ყველა სახის სურსათის მარგი გვაქვს» — თენგიზ კალანდაძე

დატოვე კომენტარი