განცხადებებისიახლენი

ვლადიმირ შამანოვი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია

რუსეთის შეიარაღებული ძალები, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ძალები სრულ მზადყოფნას აცხადებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა განუცხადა. მისი თქმით, მზადყოფნა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელ იერიშს უკავშირდება.   აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისი ამბობს, რომ პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ სხვადასხვა ვარიანტებზე ისაუბროს, მაგრამ მისივე განმარტებით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას.
ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. გუშინ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტვიტერში“ რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა — მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, — დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ესაა პირველი მანიშნებელი, რომლის შემდეგაც კლინიკას უნდა მივმართოთ…»-ლევან რატიანი

roma sajaia

«სესხების ამოღებაზე, აღსრულებაზე ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უარი უნდა თქვან კორონას საშიშროების გადაგორებამდე…»-ლაშა ბაქრაძე

«ჩვენი კვლევების ცდომილება იყო სირცხვილი, 14 % ცდომილება სირცხვილია ამას კვლევა არ ჰქვია დამეთანხმებით…»-ბიძინა ივანიშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი