განცხადება/მიმართვა

ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა-ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“.

როგორც ემანუელ მაკრონმა ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, მან ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უთხრა.

„მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისა და ისტორიისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, პუტინმა საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, საიდანაც გამოსვლა არის რთული გზა. ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.

ემანუელ მაკრონმა ასევე, არ გამორიცხა უახლოეს მომავალში კიევში გამგზავრება და განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდა. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტისთვის.

Loading…

მსგავსი პოსტები

„მე არ ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია,რადგან რუსეთი ჩემთვის პოლიტიკური სისტემა არ არის”-ვაზგენ ოგანესიანი

მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს

roma sajaia

კომპანია „სპექტრუმი“ 26 აპრილიდან 15 ივნისამდე თბილისის ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას ჩაატარებს

დატოვე კომენტარი