განცხადებები

ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას-ირაკლი ღარიბაშვილი

«მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიაციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებშის ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. აგრეთვე, პრგორამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარებების პირობების ყველგან გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს…

ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეულ რეგიონში განახლებას, გაჯანსაღებასა და მოსახლოებისთვის ახალი შესაძლებლობის გაჩენას. რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ახალი სამუშო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დაივწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს»-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსთან დაკავშირებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს

«არ გამოვრიცხავ, უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს»-ბიძინა ივანიშვილი (ვიდეო)

მამუკა ბახტაძე ენმ-ს:»2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან”

დატოვე კომენტარი