განცხადებები

ვის უხდის მადლობას ნოდარ მელაძე?

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე საუთარ ფეისბუქ გვერდზე განმარტავს იმ რეალობას რაც მოხდა მასთან მიმართებაში.

„6 წელზე ნაკლები რუსთავი 2-ში და 2 წელზე მეტი კურიერში. ეს იყო ჩემი ჟურნალისტური კარიერის ყველაზე მაგარი ხანა. დასრულდა… მორჩა… ხვალ უკვე ახალ ამბებს სხვები გააკეთებენ და სხვები მოგიყვებიან.

მადლობა გუნდს, რომელიც ყველაზე მაგრად მუშაობდა. ჩვენ ერთად ვაკეთეთ ძალიან მაგარი კურიერი. ალბათ ვიყავი მკაცრი, ალბათ ვითხოვდი ბევრს, მაგრამ პირველ რიგში ვთხოვდი ჩემს თავს… შრომა შრომა შრომა… სულ მეჩქარებოდა, სულ დრო არ მყოფნიდა. დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებილი რუსთავი 2 დან გამოვედი ამაყი, იმიტომ რომ მე ვიყავი თავისუფალი კურიერის ხელმძღვანელი. იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად აკეთა კურიერი, ეს ყველაზე კარგად იცის.

რუსთავი 2 წერდა საქართველოს ისტორიას და რუსთავი 2 ის ისტორიაც საქართველოს მსგავსია. დღეს ტელევიზიის ოკუპაცია ივანიშვილმა მოხდინა, როგორც რუსეთმა ქვეყნის შუაგულის. მავთულხლართები ერთი თვის წინ შემოავლეს ამ არხს, დღეს კი თავისუფლების ტერიტორიას, კურიერს მიადგენენ.

ხვალ ეს დღეც ისტორია იქნება. ვიღაც იქნება ცენზორი და ვიღაც კი გააგრძელებს შრომას, რომ აკეთოს თავისუფალი ახალი ამბები.

#კურიერი #rustavi2.ge თქვენ ყველაზე მაგრები ხართ 😍» — წერს ნოდარ მელაძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში მიუღებელია — დავით ბაქრაძე

Joni Kvaracxelia

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლა „ლელოს“ გეგმებში არ არის-ბადრი ჯაფარიძე

ტოლსტოი: რუსეთის დამსახურებაა, რომ დღეს მსოფლიოს რუკაზე ჯერ კიდევ არსებობს ეს ორი გაბოროტებული ინვალიდი- საქართველო და უკრაინა

დატოვე კომენტარი