მსოფლიოში

ვის და რატომ დაემუქრა ზელენკის გუნდი

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გუნდი „პოროშენკოს გარემოცვას“ ბრალს დებს ღიად, ტყუილი ინფორმაციების გავრცელებაში. — ამის შესახებ ვრცელდება განცხადება ზელენსკის გუნდის ფეისბუქ გვერდზე.
უკრაინის პრეზიდენტის გუნდის თქმით, გავრცელებულ ჭორებს შორის არის ვლადიმირ არიევის ინფორმაცია იმის შესახებ რომ, თითქოსდა მწვადების მომზადებისას ზელენსკის გვერდით, როცა ის თურქეთში ისვენებდა, შემჩნეული იყო გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის ბუნდესტაგში „მემარცხენე“ ლიდერი, რომელიც ლობირებას უწევს რუსეთის ინტერესებს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში, გრეგორ გიზი.
როგორც ცნობილი გახდა, ზელენსკის გვერდით იმყოფებოდა არა გიზი, არამედ თურქი მზარეული, ფირატი. მოგვიანებით არიევმა მოიბოდიშა და სტატუსი წაშალა საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან, თუმცა ზელენსკის გუნდის თქმით ინფორმაციამ მოახერხა გავრცელება და ზელენსკიზე ჩირქის მოსხმა.
შემდეგი ნაბიჯი დეზინფორმაციისა იყო ის, რომ თითქოსდა ზელენსკი ისვენებდა ბიზნესმენ იგორ კოლომეისკის 40 მეტრიან იახტაზე, სადაც თითქოსდა ის შეხვდა პუტინის თანაშემწის წარმომადგენელს, ვიქტორ მედვედჩუკს.
ზელენსკის გუნდი ირწმუნება, რომ წყარო ამ ინფორმაციისა გავრცელდა რუსეთის ტელეგრამ- არხის „ნეზიგარის“ მიერ, თუმცა მათ ინფორმაცია პოროშენკოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
„ეს და მსგავსი სახის ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცეები ვერ ეგუებიან დამარცხებას და ტყუილად ამღვრევენ სუფთა წყალს, რათა დაფარონ საკუთარი არაკეთილსინდისიერი ძრახვები, რომლისთვისაც იყენებენ მედიას.“ — ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ არ მოვიდა ვლადიმერ ზელენსკი პოროშენკოსთან დებატებზე?

Joni Kvaracxelia

ესპანეთი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვარს 22 ივნისიდან გახსნის

ერაყში აშშ-ს საელჩოს შეუტიეს აჯანყებულებმა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი