სხვადასხვა

ვის დაუფინანსა ოპერაცია ილია თოფურიამ? – რას წერს „ბერი ანდრიას ფონდი“

«ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა Ilia Topuria ილია “EL Matador” თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.ილიას დედა, InGa Bendeliani Topuria, ჩვენი თინათინი ბერი ანდრიას დედას ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ, MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.მრავალი წარმატება ილიას!»

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ბერი ანდრიას ფონდი“  ილია თოფურიასთან დაკავშირებით წერს.

მსგავსი პოსტები

გოგონა Avengers: Endgame-ის პრემიერაზე ბევრი ტირილის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

Joni Kvaracxelia

ნათია ლაზაშვილი 13 წლის შემდეგ „კურიერს“ დაუბრუნდა

ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

დატოვე კომენტარი