ეს პოსტი ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვისაა.
‼🇺🇦 მე სერგეი ბონდარჩუკი ვარ, თქვენი მთავრობის მიერ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვებული სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის გამო 2005-2008 წლებში, რა დროსაც მე ვიყავი „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელი და ვასრულებდი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ.
‼🇺🇦 2005 წელს პრეზიდენტმა იუშჩენკომ მიიღო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ყველა შესაძლო მეთოდით. მას ესმოდა, რომ თავისუფალი საქართველო აუცილებლად იქნებოდა სამიზნე შუასაუკუნოვანი რუსეთისთვის, რაკი რუსეთი ვერ დაუშვებდა თავისუფალი სახელმწიფოების არსებობას მის საზღვრებთან.
‼🇺🇦 ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და არ მივაქციეთ ყურადღება პილიტიკურ წინააღმდეგობას ქვეყნის შიგნით და არც საგარეო საფრთხეებს. ჩვენ გადავლახეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა და პირადად მე ახლაც დაუსწრებლად მაქვს მისჯილი პატიმრობა რუსეთის ფედერაციაში.
‼🇺🇦 ახლა კი მთავარი.
მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. მიყვარს თქვენი ქვეყანა, ისტორია, კულტურა და აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით.
‼🇺🇦 როდესაც წავიკითხე, რომ თქვენმა მთავრობამ არ დაუჭირა მხარი ანტირუსულ სანქციებს, გაოგნებული დავრჩი. არ მინდა გავაკეთო რაიმე შეფასება, ამას თქვენ შიგნით გააკეთებთ, რადგან ვხედავ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და მხარს უჭერენ უკრაინელ ხალხს. ამისთვის მადლიერი ვარ.
‼🇺🇦 მინდა მივმართო პრემიერ ღარიბაშვილს.
ბატონო პრემიერო, მე მიჭირს გავერკვე თქვენი გადაწყვეტილების მოტივაციაში. ვფიქრობ, არ შეგიძლიათ გადგეთ განზე, როცა იბომბება უკრაინის ქალაქები და იღუპებიან უკრაინის მოქალაქეები. როცა ქალები თავშესაფრებში იმალებიან და იქ აჩენენ შვილებს, მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში ერთ სისხლისმსმელ ვამპირს ადრენალინი არ ჰყოფნის თავის დაკომპლექსებულ კაგებეშნიკურ თავში.
‼🇺🇦 და ერთი მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: ვის მხარეს ხართ? ცივილიზებული სამყაროს მხარეს, თუ არაადამიანური ბოროტების მხარეს? ვისთანაა ქართველი ხალხი, ეს მე კარგად ვიცი!
პირადად თქვენ ვისკენ ხართ?
პატივისცემით,
სერგეი ბონდარჩუკი