სოცქსელი

ვისთვის არის საპენსიო სქემიდან გასვლა შესაძლებელი?-ამისთვის დრო მხოლოდ 2 თვე გაქვთ

“როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, ხელისუფლებამ მიიღო საპენსიო კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სავალდებულო საპენსიო შენატანს და 4%-ით ზრდის გადასახადს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. ამასთანავე, პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს (ანუ კანონის ამოქმედების თარიღის) მდგომარეობით იყვნენ 40 ან მეტი წლის, უფლება აქვთ, გავიდნენ საპენსიო სქემიდან:

რა ვადაში უნდა მოხდეს გასვლა: საპენსიო სქემიდან გასვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორი (2) თვის მანძილზე – გაწევრიანების თარიღიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 თვის ვადაში. გაწევრიანების თარიღი თითოეული მონაწილისათვის დგინდება განსხვავებულად. გაწევრიანების თარიღად ითვლება დამსაქმებლის მიერ 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ პირველი დეკლარაციის დახურვის თარიღი. პირის სქემაში გაწევრიანების თარიღი მითითებული უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში თითოეული მონაწილის პირად ანგარიშში. პირადი ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა მიიღოთ დამსაქმებლისგან, რომელსაც ეს ინფორმაცია მიეწოდა საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციის დროს.

როგორ უნდა გავიდეს მონაწილე საპენსიო სქემიდან: საპენსიო სქემიდან გასასვლელად, აუცილებელია, მონაწილე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ფიზიკურად გამოცხადდეს საპენსიო სააგენტოში ან „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამის ორთვიან პერიოდში და წარადგინოს განცხადება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (და სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა, წარმომადგენლის შემთხვევაში). განცხადებების ელექტრონულად წარდგენა შეუძლებელია. ამჟამად, საპენსიო სააგენტოს ოფისი აქვს მხოლოდ თბილისში, მისამართზე: ნ. ყიფშიძის 7ბ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.pensions.ge.

როგორ და რა ვადაში მოხდება უკვე შეტანილი თანხების დაბრუნება: უკვე შეტანილი თანხების უკან დაბრუნება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი თანხების დამსაქმებლის ანგარიშზე გადარიცხვის გზით. დამსაქმებელმა დასაქმებულის უნდა დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით შეტანილი თანხები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდგომ, ამგვარი თანხების მიღებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ პირი არ გავა საპენსიო სქემიდან დადგენილ 2-თვიან ვადაში, ის ჩაითვლება საპენსიო სქემის მუდმივ წევრად და იგი დაკარგავს შესაძლებლობას, მომავალში გავიდეს საპენსიო სქემიდან.”-აღნიშნულია BGI Legal “ფეისბუქ” გვერდის განცხადებაში

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“— გეხვეწებით ქართველებო ერთობას ნუ დავიზარებთ…დავდგეთ ფეხზე ქართველებო!!!”-გურამ ქართველიშვილი

“გიორგი სიგუამ ემიგრანტების ფული შეჭამა !”-ელისო კილაძე

“ბესელიას სახე ფოტოშოპით მაინც შეცვალეთ თორემ დავიღალეთ ამ მდორე პორნოგრაფიის ყურებით“

დატოვე კომენტარი