განცხადება/მიმართვა

ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს…ეს არის ივანიშვილის გზა”-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:

 

“მე მინდა სწრაფად ევროკავშირში, რომ სიკეთე, კეთილდღეობა მოვიტანოთ ყველა ქართულ ოჯახში. მათ უნდათ კეთილდღეობა მხოლოდ მათთვის. რაც შეეხება „ვეტინგს“, ევროკავშირში გვაწევრიანებს სწრაფად. ამაზე მეტი უპირატესობა რა შეიძლება, იყოს? ბუღალტერიაში რომ არ შევიდეთ, გეუბნებით, ეს არის ევროპული სტანდარტი. ხომ გვინდა ევროკავშირი? ევროპული და ამერიკული ინვესტიციები? მათ სჭირდებათ სანდო სასამართლო. გვინდა ევროკავშირი? აგერ, ბატონო, სისტემა, რომელიც უნდა დავიწყოთ. ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, ეს არის პაპუაშვილის და ივანიშვილის გზა”-განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

“მთავრობის ყველა ორგანო გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე”-საგანგებო სხდომა საქართველოს მთავრობაში (ვიდეო)

“უვარგისი ადამიანია და დაეტიოს, ის ჩემთვის კაციც არ არის”-მეუფე იაკობი მელაშვილზე

roma sajaia

“7-ჯერ ესროლეს და სამი ტყვია ორივე ფეხში მოხვდა”-თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

roma sajaia

დატოვე კომენტარი