ვინ შეუვარდა პალატაში პროტესტანტ სტუდენტს?

0
75

დღეს, თსუ-ს სტუდენტი, რომელიც აპროტესტებდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს სასტიკად სცემეს. ის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა შველიძეა, რომელმაც სცადა პლაკატით ხელში გაეპროტესტებინა ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლები, თუმცა ვიღაცეების მიერ იქნა სასტიკად ნაცემი. მას დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა, თუმცა მასზე შეტევა ამით არ დასრულებულა. პალატაში, სადაც იწვა ნაცემი ლუკა, შევარდა ნასვამი მამაკაცი, რომელსაც შარვლის ქამარში ჩატენილი ჰქონდა პისტოლეტი, სცადა მისი შეშინება. ელისო კილაძის თქმით ის მამაკაცი აღმოჩნდა პოლიციელი, დავით კახნიაშვილი.

„ხელი გამიშვი თორემ დაგაკავებ, გესვრიო, იმუქრებოდა… ნასვამი იყო, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული,“ — ამბობს დაშავებული სტუდენტი ლუკა შველიძე.

მოგვიანებით მამაკაცი პატრულის ეკიპაჟმა განარიდა ლუკას. ყველაზე საინტერესო ფაქტი გახდა ის, რომ პოლიციელებმა კი არ ჩამოართვეს მას იარაღი, იარაღიანად დააკავეს და ხელს აფარებდნენ იარაღი რომ არ გამოჩენილიყო. ის იარაღიანად ჩასვეს მანქანაში.

ველოდებით სამართალდამცავების მხირან კომენტარის გაკეთებას მომხდარ ფაქტზე. ზემოაღნიშნული მეტყველებს ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობაზე და შერჩევით სამართალზე, თუმცა ხელისუფლებისგან გვესმის მხოლოდ პოზიტივი.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ