განცხადებებიპოლიტიკა

ვინ შეიძლება დაისაჯოს პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალებებზე?-არჩილ თალაკვაძე განცხადებას აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე  სამართლებრივი ღონისძიებების შესაძლო დაწყებაზე  „შაბათის ქრონიკაში“   ისაუბრა:

„შეწყალება არის უფლებრივი საკითხი. ერთი მხრივ, მსჯავრდებულს აქვს უფლება, რომ მისი შეწყალების საკითხი განიხილონ. მეორე მხრივ, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია. მას აქვს დისკრეციული უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე.

ჩემი აზრით, როდესაც არსებობს ამდენი ალტერნატივა — გვაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულება, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას მიდიან სახლში, ისვენებენ და ბრუნდებიან უკან; გვაქვს ელექტრონული პატიმრობა, როდესაც შესაძლებელია სამაჯურის ტარებით არა საკანში, არამედ სხვა სივრცეში მოიხადო სასჯელი; გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები; გვაქვს ორი დაწესებულება, სადაც პატიმრები შრომობენ, მუშაობენ, ხელფასს იღებენ, განათლებას იღებენ, პროფესიებს ეუფლებიან და შეუძლიათ ოჯახთან ერთად გაატარონ 2-3 დღე. როდესაც ასეთი ვარიანტები არსებობს, შეწყალება უკვე აღარ არის იმდენად აუცილებელი მექანიზმი, თუმცა ამის უფლება პრეზიდენტს მაინც აქვს.

რაც შეეხება გამოძიებას, პირველ რიგში ის შეამოწმებს, ხომ არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი ან რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პრეზიდენტის ამ დისკრეციული უფლებით ბოროტად სარგებლობენ. თუ დანაშაული დადგინდება, ამ ადამიანების პასუხისმგებლობაც დადგება. პრეზიდენტი არის კონსტიტუციური თანამდებობა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოზიცია თავისი სტატუსის მიხედვით, შესაბამისად, მის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენასაც ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება.

პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია. მე ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვარ პოლიციის პოლკოვნიკი. მე ვხედავდი, როგორ სწირავდნენ სიცოცხლეს პოლიციელები დანაშაულთან ბრძოლაში და, რა თქმა უნდა, პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია. თუმცა ამ საკითხზე მმართველი გუნდის ყველა წევრმა კრიტიკული შეფასება გააკეთა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი მართლაც გახდა ზეპარტიული თანამდებობა. სად გინახავთ მანამდე, რომ საქართველოში მმართველ გუნდს არჩეული პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული შეფასება ჰქონოდა?“ — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის

ფონიჭალაში 8 თვის შვილისა და დედის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა(ვიდეო)

«შეწყდეს ყოველგვარი საგამოცდო პროცესი და განახლდეს ის მაშინ როდესაც იქნება კონდიციონერები»

დატოვე კომენტარი