დღესაც კი, ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ «დათა თუთაშხია», ეს არის რეალური პიროვნება და ის ქართულ რეალობაში, ნამდვილად არსებობდა…
ეს პერსონაჟი, რომელიც გამოგონილი ჰგონიათ…
ამ, ეგრეთ წოდებულ, «დათა თუთაშხიას» ფსევდონიმის უკან, რეალური პიროვნება დგას და ეს იყო «გუძა შელია»…
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ წიგნშიც კი, ბევრი ეპიზოდია ამოღებული, რადგან იმ დროინდელ ხელისუფლებასა და მის «რეჟიმს», ეს უბრალოდ არ «აწყობდა»…?!!!
გუძა კაზას ძე შელია, დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ, სოფელ საჩინოში მცხოვრებ, მეჯოგის ოჯახში…
გვარი თუთაშხია, (თუთაშხა, მეგრულად ორშაბათ დღეს ნიშნავს — ანუ მთვარის დღეს), მეჯოგეების გვარია, მათ გამოყავდათ სხვადასხვა ჯიშის ძროხები და ამით ირჩენდნენ თავს ძირითადად, ასევე აბრაგობდნენ, აბრაგობა და გააბრაგება კი სამეგრელოში, როგორც საქართველოში, იმ ხნად ყველაზე გავრცელებული იყო, აბრაგები წითელ ხელისუფლებას და მათი რეჟიმის უსამართლობას ებრძოდნენ ძირითადად…
გუძა შელიას აღნაგობა:
საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად:
— წარმოსადეგი, აქვს ლურჯი თვალები, კეხიანი ცხვირი, უყვარს შავი ფერის ჩოხები და ხშირად იცვლის ცხენებს…
გრაფ სეგედის პირადად ქონდა შენახული მოგონებანი, თუთაშხიაზე…
— როგორც ავტორი აღნიშნავს, თვითონ წიგნი კი იმ დროინდელ მოწმეთა გადმოცემაა, ავტორის გამოცდილებასთან შერწყმული…
უძას ყავდა და — ელე შელია, ვის გამოც გააბრაგდა შემდეგ დათა, დაობლებული და-ძმა, მის მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად იზრდებოდნენ ზარანდიების ოჯახში…
— «მუშნი თავს ევლებოდა დათას და მის დას-ელე_ს პატარაობიდანვე და მიუხედავად მათი დაპირისპირებისა, მათ შორის, ძმური სისხლისმიერი სიყვარული და პიროვნების ურთიერთპატივისცემა არასდროს შენელებულა, ეს პარადოქსად ჟღერს»
— აცადებს გრაფი სეგედი…
თუთაშხიას ერთ-ერთი ვერსიით, ნანო თავყელიშვილი უყვარდა, ეს სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ნანოს ქმარი ყავდა და ღირსების შელახვას გაურბოდა…
ამას მის მიმართ, მიწერილი წერილებიც მოწმობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მას რამოდენიმე ქალბატონთან ქონდა ფლირტი…
აბრაგს შეგნებულად უყრიდნენ ჭორებს, რადგან ხალხში გამოეწვიათ მისდამი ზიზღი და იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ საკუთარ შვილსაც შეაზიზღეს მამა და საბოლოო გასროლაც მან მოახდინა, (გუდუ პერტია), თუმცა რეალურად ეს ხელისუფლების ჩანერგილი სიძულვილი იყო რომელიც ამ ტყვიაში განხორციელდა…
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დათა თუთაშხიას ანუ გუძა შელიას სიკვდილის ფაქტი, რეალურად ვერავინ დაადასტურა.
თვით გუდუ პერტიამაც კი, არ დაადასტურა მისი სიკვდილი, მან და მჭედელმა, რომელმაც თუთაშხია ბოლოს ნახეს, დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქეთში გაემგზავრა…
ამგვარად, საქმე ვერ დაიხურა…
ამ ამბის შემდგომ, ბიქტორ სამუშია, ანუ ის პირი, რომელმაც გუდუ პერტია დათა თუთაშხიას მოსაკლავად მოამზადა და წააქეზა, ვიღაც სტუმარი სწვევია ღამის 2 საათზე, რომელმაც ენერგიულად დაუკაკუნა თურმე და ხმადაბლა მიუგო:
— თუთაშხია ვარ ძაღლიშვილო!
ბიქტორ სამუშიას გული გაუსკდა და იქვე ჩაძაღლდა…!!!
მუშნის სიცოცხლეს კი აღარ ქონდა აზრი, დათას სიკვდილის შემდეგ და შემდეგში ის მელანქოლიის მძიმე ფორმებით გარდაიცვალა…
მათ — დათას და მუშნის, თავიანთი შესაძლებლობების საზომად ერთმანეთი ყავდათ მხოლოდ…
ასევე აღსანიშნავია ერთი მომენტი, რომელიც დათას სიკვდილამდე მოხდა, მუშნიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე გრაფს ჰკითხა:
ვინ იქნებოდა ქრისტე, რომ არ ყოფილიყო იუდა…?!
გრაფს ძალზედ ეუცნაურა აღნიშნული მომენტი…
ამას შემდეგ დაუგეს დათას ხაფანგი…