განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

ვინ იქნება ვიცე-პრემიერი?-გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში 2 ვიცე-პრემიერი იქნება.

პრემიერის განცხადებით ვიცე-პრემიერობის პოსტს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაიკავებენ.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე დაელაპარაკოს ლგბტ თემს…”-გიორგი ლომია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

გერმანიის ახალი კანცლერი პოლიტიკას მკვეთრად ცვლის

საგარეო უწყება გრაცის ტრაგედიაზე: სოლიდარობა ავსტრიას

დატოვე კომენტარი