სიახლენი

ვინ დააპატიმრეს კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ჩხუბის დროს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურები ე.ჩ. და ნ.გ. დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1-ელ აგვისტოს, თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიის ტერიტორიაზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა ე. ჩ.-მ და ნ.გ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ამავე სამხედრო ნაწილის სამ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გერმანიაში ქურდობის ფაქტზე სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი მოთამაშე ჰყავს

მსოფლიოს ექსტრაორდინალური რესტორნები

დატოვე კომენტარი