ეგრეთ წოდებული ,,ქართული ოცნება’’, რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და ქვეყანაში 90– იანი წლები დააბრუნა. ყაჩაღობა 90-იანი წლების მეთოდით წამება ცხელი უთოთი და განუკითხაობა რამაც მიიღო სისტემური სახე და ჩვეულ რითმში გაჰყვა ქვეყანას, უკვე არავის უკვირს.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებას, მათი დაცვის და მშვიდი ცხოვრების ყველა საჭირო გარანტიის შექმნას. დღეს საქართველოს მოქალაქეები არ გრძნობენ მათდამი ამ მიდგომას, პირიქით სახელმწიფომ დაკარგა თავისი არსობრივი ფუნქცია ყველა ასპექტში. სახელმწიფოს სადავეები ოლიგარქის ხელშია რომელიც კრიმინალური სინდიკატით მმართავს ქვეყანას და თვითონ სახელმწიფოს სისტემაა მთლიანად ჩამოშლილი. რაც სახეზეა როგორც კრიმინოგენური, ეკონომიკური თუ ყველა მიმართულებით ვითარების გაუარესებით.
მაგალითისთვის მინდა საზოგადოებამ მცირე ჩამონათვალს გადახედოს იმ საზარელი უამრავი დანაშაულობების ქრონიკიდან რაც ქვეყანს დაატყდა და თავად გაანალიზოს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ;
2014 წლის 17 თებერვალი — ორჯერ დაყაჩაღებული და სასტიკად ნაწამები ოჯახი — კრწანისში დედა-შვილს დაესხნენ თავს. 3 წლის ბავშვი «სკოჩით» დააბეს, დედა კი გონების დაკარგვამდე აწამეს.
2014 წლის სექტემბრის თვე — სასტიკი ყაჩაღობა ვანში — ყაჩაღებმა მძინარე ბავშვს ცხელი უთო კიდურებზე დაადეს, დედას კი სახე დაუსერეს.
2014 წლის 14 ოქტომბერი — ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ყაჩაღებმა 35 წლის მამაკაცი ფულის გამოძალვის მიზნით ცხელი უთოთი აწამეს.
2015 წლის 21 მარტი — ყაჩაღობა სამეგრელოში – ზუგდიდის რაიონის, სოფელ ჩხორიაში თორდიების ოჯახში მამა-შვილი ოჯახის წევრების თვალწინ დააუთოვეს.
2017 წლის 9 მარტი — მარტვილის რაიონში სოფელ ნაგვაზაო, ყაჩაღობის შედეგად წამების დროს მოკვდა ქალი ხოლო მეორე ნაწამები ქალის მდგომარეობა მძიმეა.
2018 წლის აპრილის თვე — ყაჩაღობა წალკაში — 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს, მათ სახლიდან 600 ლარამდე თანხა წაიღეს.
2018 წლის 24 აპრილი — ყაჩაღობა კასპის რაიონში — ყაჩაღებმა ალიოღლების ოჯახი ფულის გამოძალვისთვის სასტიკად აწამეს.
2019 წლის ივლისის თვე — საზარელი მკვლელობა კახეთში — სოფელ არბოშიკში თავდამსხმელებმა 61 წლის თამარ სეფიაშვილი წამებით მოკლეს. მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება.
2019 წლის 1 ოქტომბერი — ყაჩაღობა თბილისში – ბაქოს ქუჩაზე თავდამსხმელებმა ქალი ცხელი უთოთი აწამეს და შემდგომ მას ბლაგვი საგნით სცემეს.
2020 წლის თებერვალი — მკვლელობა ყარაჯალაში — ტაქსის მძღოლი გაიტაცეს, შემდგომ კი მანქანაში ჩააგდეს და ცეცხლი წაუკიდეს.
2020 წლის 7 დეკემბერი — 73 წლის მედეა გოცირიძე ხობში, ცხელი უთოთი მას შემდეგ აწამეს, რაც მარტოხელა ქალთან დასაყაჩაღებლად შევიდნენ და თანხა ეცოტავათ.
2020 წლის 1 მარტი — ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცოლქმარი 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი ყაჩაღებმა აწამეს.
2021 წლის 13 თებერვალი — შემზარავი ფაქტი ქუთაისში- რკინიგზის სადგურ „რიონის“ მიმდებარედ 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მას ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცხელი უთოთი დააუთოვეს. მოხუცს სხეულის 27% აქვს დამწვარი.
ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკის თანახმად, დანაშაულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება, რიგ შემთხვევაში ზრდა შემაშფოთებელია, ყველაზე მეტად მომრავლდა ყაჩაღობა და მკვლელობები.
გამოუძიებელი საქმეები და მზარდი დანაშაული — უფრო და უფრო ცუდი სტატისტიკა აჩენს განცდას რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ.
სახელმწიფოს როლი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ვალდებულია ებრძოლოს კრიმინალს და საზოგადოებას შეუქმნას უსაფრთხოების განცდა. ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფო დგას მათი ჯანმრთელობის, სიმშვიდის და ქონების დაცვის სადარაჯოზე. თუმცა კრიმინალებისგან უკვე არავის უკვირს მათი აქტიურობა და დანაშაულებრივი ქმედებების მომრავლება, როდესაც სავარაუდოდ პრემიერ მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სკოლის მოსწავლეებს დასდევენ და ოჯახებით ატერორებენ, ბერას მიმართ კრიტიკული კომენტარების გამო. ახშობენ თავისუფალ სიტყვას, მედიას და ყველაფერს რაც ქვეყნის განვითარებას და წინსვლას ეხება.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი უგულებელყოფილია იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმის ან ტოტალიტარული მმართველობის მქონენი არიან. ოლიგარქ ივანიშვილის მოსვლიდან დღემდე ორივე მმართველობის ფორმა სახეზე გვაქვს. ჩვენ არ გვყავს არც ხელისუფლება და არც სახელმწიფოა ჩვენი, ყველაფერი დღეს მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. სახელმწიფო მიტაცებულია.
ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე