განცხადება/მიმართვა

ვინ არის პედოფილიაში მხილებული მღვდელმსახური?-საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო”, შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება”-აღნიშნულია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ძალა ერთობაშია და არა ”ბოკერია-ჩერგოლეიშვილში”-თაკო ჩარკვიანი

“ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დროს ლონდონში იყო გაქცეული”-მიხეილ სააკაშვილი

“გეი პარადს გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას რომ ისინი გადაადგილდნენ”-სანდრო ბრეგაძე

დატოვე კომენტარი