სტამბულში, რუსეთის საელჩოსთან, გოგონამ რუსეთის მოქალაქის პასპორტი დაწვა. ის სამართალდამცავებმა წაიყვანეს – თვითმხილველი.
გოგონა, რომელმაც რუსეთის მოქალაქის პასპორტი დაწვა სტამბულში, რუსეთის საელჩოსთან, ქართველი აქტივისტი, მარიამ ფესვიანიძეა. ეს მოხდა გუშინ, 17.03.2024.
ის სამართალდამცავებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, არასანქცირებული აქციის გამართვის მოტივით. ამ დრომდე მარიამი იმყოფება განყოფილებაში. საქმეში ჩართულია თურქეთში საქართველოს კონსული, რომელიც იმყოფებოდა დაკავებულთან. ხვალ გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თურქული სამართალდამცავები ზემო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
